ხელის თხოვნა... კროსვორდით - კვირის პალიტრა

ხელის თხოვნა... კროსვორდით

ვირჯინიის შტატის (აშშ) მცხოვრებმა კორი ნიუმანმა თავის შეყვარებულს, მარლოუ ეპშტეინს ხელი მეტად ორიგინალურად სთხოვა - რაკი სატრფო გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" კროსვორდების თავგადაკლული ამომხსნელი იყო, ამ კროსვორდების ავტორს, ბობ კლანს ისეთი კროსვორდი შეუკვეთა, რომლის სწორად ამოხსნის შემთხვევაში ჰორიზონტალურ ორ სტრიქონზე ასე დაიწერა: "მარლოუ ეპშტეინ, ცოლად გამომყვები"?.. საზრიანი  გოგონაც მაშინვე მიხვდა, ვისთვის უნდა ეთქვა - "დიახ!"