რას წერს ნიკა ბასილაშვილი და როგორ ეხმაურებიან მის გამარჯვებას სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

რას წერს ნიკა ბასილაშვილი და როგორ ეხმაურებიან მის გამარჯვებას სოციალურ ქსელში

გუშინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა.

დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა.

ისტორიულ გამარჯვებაზე ქართველი ჩოგბურთელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"Epic day! Super happy with the win

შესანიშნავი საღამო ! მიხარია ეს გამარჯვება !" - წერს ბასილაშვილი.

მის პოსტზე კი კომენტარებში ემოციებს გამოხატავენ და ასე ეხმაურებიან:

ლადო კახაძე

გამარჯვებებით გატაროს უფალმა

გიორგი ონიანი

ჩვენ როგორ გაგვახარე..კიდევ ბევრი გამარჯვება მოგველოცოს!მადლობა ამ ბედნიერი წუთებისთვის.

მარკუს მეტრეველი

Congratulations, გილოცავ ამ წარმატებას. რთულ პერიოდს ყოველთვის მოჰყვება დიდი პოზიტივი და აღმასვლა. ამ მწვერვალეს შენ ნამდვილად იმსახურებ.

ნატო დუმბაძე

გილოცავ ნიკა! კიდევ ბევრი წარმატებები გქონოდეს! მადლობა,ერი ბედნიერია!

შეგახსენებთ, ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) სძლია.