"ის მთავარი ქალბატონი იყო, მის ფონზე როგორც ჩრდილი, ისე ვჩანდი და ჩუმად შევცქეროდი მას"
"ის მთავარი ქალბატონი იყო, მის ფონზე როგორც ჩრდილი, ისე ვჩანდი და ჩუმად შევცქეროდი მას"
ამბობენ, ჰოლივუდში სიყვარულში ბევრს არ უმართლებს და თუ გაგიმართლა, იღბლიანი ადამიანი ხარო. სემ ელიოტი და კეტრინ როსი იღბლიანები აღმოჩნდნენ, რადგან წლების წინ გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს შეხვდნენ, მეგობრობა დაიწყეს, მალევე ერთმანეთი შეუყვარდათ და ისტორიულ წყვილად იქცნენ.

ჰოლივუდის ორი უბერებელი მსახიობი ტელეეკრანებზე დღემდე აქტიურად ჩნდება, მათ სიყვარულზე ამერიკული ტაბლოიდები კვლავ განუწყვეტლივ წერენ. 77 წლის სემ ელიოტი და ისევ ისეა შეყვარებული 81 წლის კეტრინ როსზე, როგორც მაშინ პირველად სიყვარულის ახსნის დღეს.

1978 წელს
ლონდონში ფილმი "ლეგასის" გადაღება მიმდინარეობდა, სემი და კეტრინი ფილმში ტერორისტი წყვილის როლს ასრულებდა, ელიოტი სულ რამდენიმე კადრში გამოჩნდებოდა, სემს დაელაპარაკებოდა და სულ ეს იყო. კეტრინს კი ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა და გადაღებაზე საათებსა და დღეებს ატარებდა.

"ფილმის გადაღებისას მასთან მისვლა და საუბარი ვერ გავბედე, როლის
გარდა სხვა არაფერზე ვსაუბრობდით, ის მთავარი ქალბატონი იყო, მის ფონზე როგორც ჩრდილი, ისე ვჩანდი და ჩუმად შევცქეროდი მას" - ამბობს სემ ელიოტი.

გადაღებების ბოლოს როსს ერთ-ერთ სცენაში ნახევარი ტანის გამოჩენა მოუწია, რამაც იმდროინდელ კინოინდუსტრიაში დიდი ქაოსი გამოიწვია. კეტრინი ამ ფაქტს სერიოზულად არ აღიქვამდა, არც მის ქმარს ჰქონია პრობლემა. მაშინ კეტრინი უკვე მეოთხე ქორწინებაში იყო, ელიოტს კი ჯერ არც არავინ ჰყავდა გვერდით.

ქაოსი რომ დამშვიდდა, 1979 წელს კეტრინი მეუღლეს დაშორდა, ფილმის გადაღებაც მორჩა და სემმა ეს შანსი გამოიყენა. მარტო დარჩენილი მსახიობი უკეთ გაიცნო, 5 წელი მის მოხიბვლას ცდილობდა და საბოლოოდ 1984 წელს როდესაც მისგანაც დიდი სიყვარული იგრძნო, ხელი სთხოვა და კეტრინიც დათანხმდა.

კეტრინს ნაბიჯის გადადგმა არ გასჭირვებია, მეხუთედ აპირებდა გათხოვებას, თუმცა ელიოტი პირველად ირთავდა ცოლს და მისთვის ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. ქორწილმა წყნარად ჩაიარა, წყვილს თანაცხოვრება ძალიან მოსწონდა.  ქორწილის შემდეგ კეტრინი და სემი თაფლობის თვეში ჰავაის კუნძულებზე წავიდნენ, ჰოლივუდში კი ახალი ფილმის "ნიღბის" სინჯები დაიწყო, სემს მეუღლის დატოვება არ სურდა და სინჯებზე უარი თქვა, თუმცა კეტრინმა მეორე დილით ჩანთა ჩაალაგა და ძალდატანებით სახლში დაბრუნდა, სემი ფილმზე დაამტკიცეს, კეტრინმა კი ამ პატარა გადაწყვეტილებით სემის კარიერა მთლიანად შეცვალა.

ქორწინებიდან ერთ წელში ელიოტსა და კეტრინს ქალშვილი შეეძინათ. როსი მაშინ 44 წლის იყო და მისი მშობიარობა ბევრისთვის გასაკვირი აღნოჩნდა. ერთ-ერთ ინტერვიუში კეტრინს ჰკითხეს თუ რა მოეწონა მას სემში, მსახიობმა დაფიქრების გარეშე უპასუხა:

"პირველად ხმამ მომხიბლა, შემდეგ აღნაგობამ და მისმა ულვაშებმა. მასში ერთი რამ არასდროს მყვარებია, ერთად ვმუშაობდით, ბევრ ფილმშიც მიგვიღია მონაწილეობა, ყველაფერი ერთმანეთს ემატებოდა, ერთს მეორე მოსდევდა და ასე შემიყვარდა"

ელიოტსა და კეტრინს კინოინდუსტრიაში ხშირად ხედავდნენ, 2017 წელს წყვილმა ფილმში "გმირი" ყოფილი ცოლ-ქმარის როლი მოირგო. საზოგადოება მათ გენიალურ შესრულებაზე დიდხანს საუბრობდა. წყვილს არც ყოფილი ცოლ-ქმრის თამაში გასჭირვებია.

როსი თავის ოჯახზე ხშირად საუბრობს, ამ თემას არასდროს გაურბის და სემთან ერთად ათობით ინტერვიუც აქვს მიცემული. ერთ-ერთ ინტერვიუში წყვილმა აღნიშნა, რომ მათი ქორწინება ბევრი განსაცდელის წინაშე დამდგარა, თუმცა ყველაფერი გადალახეს და ერთად ყოფნა შეძლეს.

"ქორწინება ისე ვერ შედგება, თუ საერთო სიყვარული, საერთო პატივისცემა და მეგობრობა არ იქნება. კეტრინი ჩემი ცოლია, ასევე ჩემი კოლეგა და მეგობარია. ამ წლების განმავლობაში ბევრი აღმართი და დაღმართი გადავიარეთ და ეს ყველაფერი ჩვენს ურთიერთობაში უმთავრესია" - აღნიშნა სემმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჰოლივუდის ლეგენდარული წყვილი უკვე 42 წელია ერთად ცხოვრობს, მათი ქალიშვილი ახლა მოდელი და მუსიკოსია. ელიოტი და როსი თავიანთ ცხოვრებას ორ სახლში ატარებენ ხან კალიფორნიაში რჩებიან ხან კი ორეგანოს სტუმრობენ და კინოინდუსტიიას არ შორდებიან. მათი თქმით, ისინი მანამდე ითამაშებენ ფილმებში სანამ ეს თვით ჰოლივუდს არ მობეზრდება.

(სპეციალურად საიტისთვის)

ILIA
14 მარტი 2021 20:47
ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი,
"ვიპუსკნიკი",
ჩემი საყვარელი ფილმები.
ფანტომასი
13 მარტი 2021 23:02
უკანასკნელი კეთილი მოგიკანები, მაგრამ მაინც.....

რუბრიკის სხვა სიახლეები