"ამ­ბობ­დნენ, "ოც­ნე­ბის" სი­ა­ში ზარ­ქუა კახი კა­ლა­ძის კვო­ტით მოხ­ვდა" - ვინ არიან დეპუტატის ოჯახის წევრები და რა აკავშირებს კალაძე-არეშიძის ოჯახთან - კვირის პალიტრა

"ამ­ბობ­დნენ, "ოც­ნე­ბის" სი­ა­ში ზარ­ქუა კახი კა­ლა­ძის კვო­ტით მოხ­ვდა" - ვინ არიან დეპუტატის ოჯახის წევრები და რა აკავშირებს კალაძე-არეშიძის ოჯახთან

ირაკლი ზარქუა ბოლო მოწვევის პარლამენტის წევრია. დეპუტატმა შემოდგომაზე თბილისის საკრებულო დატოვა, მისი ადგილმონაცვლე კი მომღერალ სოფო ბედიას ქმარი მიშა მესხი გახდა. მაშინ ამბობდნენ რომ ოცნების სიაში ზარქუა კახი კალაძის კვოტით მოხვდა, რადგან მისი მეგობრის ალექსანდრე ამისულაშვილის სიძე გახლდათ.

ირაკლი ზარქუას მეუღლე მარიამ თავართქილაძე ერთ-ერთი ბანკის სადაზღვევო გაყოფილებაში მუშაობს. წყვილს ორი ქალიშვილი, 7 წლის ნინო და 4 წლის ანასტასია ჰყავთ.

ირაკლი, სოფო და ნინა ზარქუებიდან საზოგადოება მხოლოდ ორ მათგანს იცნობს. ნინა ზარქუა სპორტსმენ ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. სწორედ მისი და კალაძის მეგობრობა აღმოჩნდა ირაკლი ზარქუასთვის პოლიტიკური კარიერის დაწყების მიზეზი.

თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ორი სპორტსმენი ახლო მეგობრები გახლდნენ, მეგობრობდნენ მათი ცოლებიც ანუკი და ნინა, ორივე ყოფილი მოდელი და შემდეგ დიზაინერები გახლდნენ. ანუკი და ნინა ხშირად შოპინგობდნენ ერთად უცხოეთში, მოგზაურობდნენ, სტუმრობდნენ ერთმანეთს და განუყრელი მეგობრები იყვნენ. ნინა და სოფო ზარქუები ორი წლის წინ, მოულოდნელად ანუკის ადა ნინას მეგობრობა დასრულდა. მას შემდეგ ორივემ არაერთ მედიას მისცეს ინტერვიუ, მაგრამ მიზეზებზე საუბარს თავს არიდებენ. გაგრძელება