"კარ­გი გო­გოა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა თუ არა" - როგორ ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი და რძალი - კვირის პალიტრა

"კარ­გი გო­გოა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა თუ არა" - როგორ ცხოვრობენ მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი და რძალი

მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი ედუარდი მაშინ დაიბადა, როდესაც მამამისი ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში მინისტრის პოსტს იკავებდა. მაშინ ამბობდნენ, რომ სააკაშვილმა შვილს სახელი მაშინდელი პრეზიდენტის პატივსაცემად დაარქვა. თუმცა გაირკვა, რომ სანდრა რულოვსის მამასაც ედუარდი ერქვა და პოლიტიკოსმა სწორედ სიმამრის პატივსაცემად შეურჩია შვილს სახელი.

ედუარდ სააკაშვილს საქართველოში მარტივი ცხოვრება არ ჰქონია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მამის პოპულარობამ ცოტა ხანს გასტანა და მას შემდეგ მუდმივად კრიტიკის ობიექტი იყო ოჯახი. ამბობდნენ, რომ ამას მესამე პრეზიდენტის უფროსი ვაჟი ძალიან განიცდიდა, მაგრამ მშობლები მუდმივად ცდილობდნენ, რომ შვილი საჯაროობისთვის აერიდებინათ და მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე იდგა მათ გვერდით.

საქართველოში სკოლის დამთავრების შემდეგ, ედუარდმა ქვეყანა დატოვა და სასწავლებლად აშშ-ში გაემგზავრა. 2018 წელს ექსპრეზიდენტის ოფიციალური "ფეისბუქის" გვერდიდან ცნობილი გახდა, რომ ედუარდი დაქორწინდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა ადინა სპერტუს მელპუსია.

მაშინ ყოფილმა პრეზიდენტმა რძლის შესახებ მოკლედ ისაუბრა:

"ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს. გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორი იყო სტუდენტური ცხოვრება... რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და განწყობა მაქვს ძალიან კარგი...

კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს ებრაული წარმოშობისაა თუ არა. ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც - ამას მნიშვნელობა არ აქვს, რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია", - ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა. გაგრძელება