"მსახიობი მოდების ჩვენებებზე გასახდელშიც ხშირად უნახავთ" - ლეონარდო დიკაპრიოს სკანდალური Love Story-ების გრძელი სია - კვირის პალიტრა

"მსახიობი მოდების ჩვენებებზე გასახდელშიც ხშირად უნახავთ" - ლეონარდო დიკაპრიოს სკანდალური Love Story-ების გრძელი სია

1990-იან წლებში ტელეეკრანებზე პატარა, სასიამოვნო აღნაგობის ბიჭი გამოჩნდა, შემდეგ ამ ბიჭმა დიდ კინოინდუსტრიაში გადაინაცვლა და ყველასთვის ცნობილ ფილმში "ტიტანიკი" შეყვარებული მხატვრის როლი მოირგო. ამერიკელი მსახიობი და კინოპროდუსერი, ლეონარდო დიკაპრიო ახლა 46 წლის არის და მას მსოფლიოს საზოგადოება უკვე წლებია იცნობს. ლეო უყვართ ყველგან, მასზე მუდამ წერენ და მის ნახვაზე დღემდე ბევრი ოცნებობს.

მომხიბვლელი მსახიობი ქალბატონების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ექცეოდა, ლეონარდო ხვდებოდა, რომ მისი გარეგნობა ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო და სწორ დროს, სწორ ნაბიჯებს დგამდა. ოსკაროსანი მსახიობი დღეს ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი კინოპროდუსერია და კარიერის პარალელურად, სკანდალური პირადი ცხოვრებით საზოგადოებას თავს არასდროს ანატრებს.

დიკაპრიოს მოდელებისადმი დიდი სიყვარული ჯერ კიდევ მოზარდობიდან დაეწყო, როგორც ამბობენ, მსახიობი მოდების ჩვენებებზე გასახდელშიც ხშირად უნახავთ და ბევრ სუპერმოდელთანაც ჰქონდა რომანი. ლეოს ახლანდელი პარტნიორი 23 წლის ამერიკელი მოდელი კამილა მორონეა, თუმცა კამილამდე დიკაპრიოს გვერდზე საზოგადოებას ათობით სუპერმოდელი და ცნობილი მსახიობი უნახავს.

1994 წელს პატარა ლეონარდომ პრესას თავისი პირველი პარტნიორი გააცნო. ლეოს რჩეული Victoria Secret-ის ყოფილი მოდელი ბრიჯეტ ჰალი იყო. ბრიჯეტი მაშინ სამოდელო კარიერას იწყებდა ლეონარდო კი წარმატების ახალ ეტაპზე გადადიოდა, მისი პოპულარობა უფრო და უფრო იზრდებოდა. ლეონარდო და ბრიჯეტი ერთმანეთს მალევე დაშორდნენ.

ლეოს შემდეგი რჩეული ასევე მოდელი, მომხიბვლელი ნაომი კემპბელი აღმოჩნდა, წყვილი ერთმანეთს 90-იანი წლების შუა პერიოდში ხვდებოდა, თუმცა მათი რომანი მეგობრობით დასრულდა. ლეონარდო და ნაომი დღემდე ახლო მეგობრები არიან. 1996 წელს მსახიობი კრისტენ ზანგთან დააფიქსირეს, ლეომ მისი და ზანგის რომანი არ დამალა და პარტნიორი ფილმ "რომეო და ჯულიეტას" პრემიერაზეც მიიყვანა. პრესა ლეოსა და კრისტენის რომანზე აქტიურად წერდა, თუმცა ფილმის - "ტიტანიკი" გადაღებების დროს, მსახობი კრისტენს დაშორდა.

1997 წელს, ლეონარდოს გვერდით პრესამ გენიალური მსახიობი, შავრგვრემანი დემი მური შენიშნა. მაშინ მური გათხოვილი იყო და როდესაც ჰოლივუდში ლეოსა და მის რომანზე ჭორები გავრცელდა, მურმა ეს უარყო. 1998 წელს მური მეუღლეს დაშორდა და ლეონარდოს ცხოვრებაში ახალი სუპერმოდელი გამოჩნდა. 1988 წელს დიკაპრიოს ჰელენა კრისტენსენი, დანიელი სუპერმოდელი შეუყვარდა. მაშინ ფილმი "ტიტანიკი" ახალი გამოსული იყო. ლეონარდომ ჰელენასა და მისი რომანი უარყო, თუმცა წყვილი ერთად რამდენიმე წვეულებაზე შენიშნეს და ცხადი იყო, რომ მსახიობს სუპერმოდელთან რარაც აკავშირებდა.

ჰელენას შემდეგ, დიკაპრიო ემვერ ვალეტას ხვდებოდა, ლეოს, სუპერმოდელი ჟურნალის ყდაზე ნანახი ფოტოსურათით მოეწონა, გაიცნო და რამდენიმეთვიანი რომანის შემეგ მის ცხოვრებაში ახალი გატაცება, ევა ჰერციგოვა, ჩეხი მოდელიც გამოჩნდა. ლეო და ევა ერთად 2 თვე იყვნენ და წვეულებებსა და ფილმის პრემიერებზე ერთად ჩნდებოდნენ.

1999 წელს ლეოს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძილივი სიყვარულის ისტორია დაიწყო, რომელიც ყველასგან გასაკვირად 2005 წლამდე გაგრძელდა. მსახიობმა აფრიკაში მოგზაურობისას გერმანელი წარმოშობის ბრაზილიელი სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი გაიცნო და შეუყვარდა. ჟიზელი და ლეო საზოგადოებას ძალიან მოსწონდა, სუპერმოდელმა ლეოს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა და სიყვარულის გამო რამდენიმე მავნე ჩვევა თვით ჟიზელმაც მიატოვა.

"მოწევას თავი დავანებე, აღარც ალკოჰოლს ვეკარებოდი, უფრო ვშორდებოდი ისეთ რამეს, რაც არც მას მოსწონდა და არც - მე. ჩვენს ურთიერთობაში უფრო მეტს მხოლოდ მე ვეძებდი, ერთხელ ლეოს შეკითხვა დავუსვი, უნდოდა თუ არა მას სერიოზული ურთიერთობა და სამწუხაროდ პასუხი უარყოფითი იყო" - წერდა ჟიზელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

6 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ლეო და ჟიზელი დაშორდნენ.

2006 წელს მსახიობი მოდელ ბარ რაფაელთან ერთად შენიშნეს, ბარი და ლეონარდო ერთად ნახევარი წელი იყვნენ. რამდენიმე წლის შემდეგ, ლეომ მოდელებიდან მსახიობებზე გადაინაცვლა და მის ცხოვრებაში ბლეიკ ლაივლიც გამოჩნდა. წყვილი ერთმანეთს 2011 წელს ხვდებოდა და პაპარაცებმა მსახიობები ამერიკაში, იტალიაში, კანის კუნძულებსა და ავსტრალიაში დააფიქსირეს. ბლეიკისა და ლეონარდოს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძლედა.

ლეო ლაივლის შემდეგ, კვლავ მოდელებს დაუბრუნდა. ერინ ჰითერტონი, მირანდა კერი, კეტ ტორესი, ტონი გარნი და კელი რორბახი - ეს ლეონარდო დიკაპრიოს რჩეული გოგონების მოკლე ჩამონათვალია. სიმპათიური მსახიობი ერთხანს ყველასთვის ცნობილ მომღერალს - რიანასაც ხვდებოდა. დიკაპრიოს დიდხანს პარტნიორთან გაჩერება არ შეეძლო, მისი ყველა ურთიერთობა რამდენიმე თვეში სრულდებოდა.

ათობით პარტნიორის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად ლეონარდომ ამერიკელი მოდელი და მსახიობი კამილა მორონე გაიცნო და შეიყვარა. კამილა ლეოზე ასაკით პატარაა, ლეონარდო 46 წლის არის კამილა კი სულ ახლახანს გახდა 23-ის. ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელმა ასაკობრივ სხვაობაზე ისაუბრა.

"ჰოლივუდში ყველა ყველას ხვდება, რა მნიშნველობა აქვს მათ შორის რამხელა ასაკობრივი სხვაობაა. მე ვფირობ, რომ უნდა შეხვდე იმას ვისაც მოისურვებ" - აღნიშნა მორონემ ინტერვიუში.

ლეონარდოსა და კამილას ასაკობრივ სხვაობაზე დღემდე ჭორაობენ, ისიც უკვირთ რომ 2018 წლიდან დღემდე ლეოს სხვა არავინ მოსწონებია. წყვილის ირგვლივ აგორებულ ჭორებსა და ქაოსზე მოდელი ძალიან გაღიზიანდა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"ახლა რამდენიმე კომენტარი წავიკითხე და ღმერთო, ხალხი როგორი გაბრაზებულია, მათზე ვისაც საერთოდ არ იცნობთ. რა გჭირთ, სხვის საქმეში რატომ ერევით?!" - წერს მოდელი სოციალურ ქსელში.

ბოლო ინფორმაციით, ქალების გულთამპყრობელი, ლეონარდო დიკაპრიო კამილასთან თავს კარგად გრძნობს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მასთან მალე სხვა მოდელი ან მსახიობი იხილონ. ლეოს ურთიერთობები მალე ბეზრდება.

წყარო (სპეციალურად საიტისთვის)