ტელესახე და მოდელი ირინა ონაშვილი "ინსტაგრამის" აქტიური მომხმარებელია და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციის გავრცელებაში ხშირად ეხმარება. თუმცა, როგორც ჩანს ზოგიერთი ადამიანი ამ ფაქტს ბოროტად იყენებს. ირინა სწორედ ასეთ შემთხვევას იხსენებს:"უცნაური რაღაც შემემთხვა: "ინსტაგრამზე" ხშირად გვიგზავნიან ხოლმე თხოვნებს. თხოვნებს იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. ეს ძირითადად ეხება ხოლმე ბავშვებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ. დღეს ასეთი შემთხვევა მქონდა: გამომიგზავნეს ბავშვზე ისტორია და მთხოვეს გაზიარება. რა თქმა უნდა, მე ვდებ ამ თხოვნებს და ორ წუთში ვაზიარებ სთორის სახით. მოგვიანებით, კი მწერს ამ ბავშვის მამა: "არ მჭირდება არანაირი დახმარებაო".რეალურად, ამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა ნათესავმა გამოიყენა ბოროტად და გადაწყვიტა, რომ მის პირად ანგარიშზე გადარიცხულიყო თანხები. ძალიან გავბრაზდი და სხვა დროს ვეცდები, რომ უფრო ყურადღებით ვიყო ხოლმე", - ამბობს ირინა.იხილეთ ვიდეო: