მარიკა თხელიძე მეორედ გათხოვდა - ვინ არის მომღერლის რჩეული "ქართული ოცნებიდან"
მარიკა თხელიძე მეორედ გათხოვდა - ვინ არის მომღერლის რჩეული "ქართული ოცნებიდან"
ბევრისთვის მოულოდნელად, მომღერალმა მარიკა თხელიძემ ფეისბუქის პროფილის ფოტოდ სიმპათიურ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო დადო. ბუნებრივია, ეს უყურადღებოდ არ დარჩენიათ სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

როგორც აღმოჩნდა, მარიკა მეორედ გათხოვდა და მილოცვებსაც იღებს. კომენტარებში მეგობრები და ახლობლები წყვილს ბედნიერებას უსურვებენ.

არადა, რამდენიმე დღის წინ "mshoblebi.ge"-სთვის მიცემულ ინტერვიუში მარიკა უარყოფდა პირად ცხოვრებაში არსებულ რაიმე სიახლეებს და ამბობდა, რომ ამ თემით მაინცდმაინც დაინტერესებული არ იყო.

მარიკას რჩეული ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი მანველიძეა, როგორც მარიკასთვის, ასევე
გიორგისთვის ეს მეორე ქორწინებაა. მარიკას პირველი მეუღლისგან ნიკოლოზი ჰყავს, გიორგისაც ჰყავს გოგონა პირველი ქორწინებიდან.


ნათე
18 მარტი 2021 20:07
გილოცავთ,
უფლისგან ყოფილიყავით დალოცვილი!
დათო
17 მარტი 2021 17:46
ბედნიერებას და დიდ სიყვარულს გისურვებთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები