როგორ ერთობიან ნინო სურგულაძის "ბუთქუჩები" - ოპერის მომღერალმა შვილების ვიდეო გამოაქვეყნა - კვირის პალიტრა

როგორ ერთობიან ნინო სურგულაძის "ბუთქუჩები" - ოპერის მომღერალმა შვილების ვიდეო გამოაქვეყნა

ოპერის მომღერალ ნინო სურგულაძეს ტყუპი ქალ-ვაჟი გასული წლის ივნისში შეეძინა. პატარებს მშობლებმა ნატალია და ზაქარია დაარქვეს.

მომღერალი ბავშვებთან ურთიერთობით გამოწვეულ სიხარულს სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს.

ამჯერად კი ტყუპის ვიდეო საკუთარ "ფეისბუქზე" განათავსა სათაურით - "ბუთქუჩები".

მომღერლის მეუღლე იურისტი გიორგი ინწკირველია, რომელიც ცნობილი იურისტისა და მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის გივი ინწკირველის შვილიშვილია.