"გი­ორ­გიმ შიში და­მაძ­ლე­ვი­ნა, მი­მახ­ვედ­რა, რომ მე­ო­რედ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმით, ჩემი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბო­და…"
"გი­ორ­გიმ შიში და­მაძ­ლე­ვი­ნა, მი­მახ­ვედ­რა, რომ მე­ო­რედ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმით, ჩემი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბო­და…"
მა­რი­კა თხე­ლი­ძი­სა და გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ერთი კვი­რის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. მა­რი­კა წლე­ბია კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს. გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძე აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რია და ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს.

მა­რი­კა თხე­ლი­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 4 წლის ნი­კო­ლო­ზი ჰყავს. წლე­ბის წინ გიგა ან­დრი­ა­ძი­სა და მა­რი­კა თხე­ლი­ძის ქორ­წი­ნე­ბა მალე დას­რულ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, Mshoblebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­რი­კა ჰყვე­ბო­და, რომ შვი­ლი რომ შე­ე­ძი­ნა, მე­უღ­ლეს უკვე და­შო­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა...

"უმა­მოდ გაზ­რდი­ლი
ვარ და ჩემ­თვის ეს არის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თემა, ამ სა­კითხს მარ­ტი­ვად ნამ­დვი­ლად არ ვუ­ყუ­რებ. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, ჰქო­ნო­და ჩემს შვილს ის, რაც მე მაკ­ლდა. ტრა­დი­ცი­ულ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი ვარ და ჩემ­თვის ად­ვი­ლი არ იყო ოჯა­ხის დან­გრე­ვა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მარ­ტი­ვად ან და­უ­ფიქ­რებ­ლად არ მი­მი­ღია. მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს წი­ნას­წარ ვერ გათ­ვლი,
ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არის…" - ამ­ბობ­და Mshoblebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძეც. რო­გორც დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე ხა­ტია კო­მა­ხი­ძე გახ­ლდათ. წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარ­ბა­რე მან­ვე­ლი­ძე­ე­ბი.

მა­რი­კა­სა და გი­ორ­გის ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა ნინი ქარ­სე­ლა­ძემ გა­აც­ნო. სიმ­პა­თია პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე გაჩ­ნდა, თუმ­ცა და­მე­გობ­რდნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­თუმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი მა­რი­კა მალე მიხ­ვდა, რომ მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და სულ სხვა თვა­ლით შე­ხე­და მო­მა­ვალ ქმარს.

"გი­ორ­გიმ შიში და­მაძ­ლე­ვი­ნა, გა­და­მა­ლახ­ვი­ნა და მი­მახ­ვედ­რა, რომ მე­ო­რედ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმით, ჩემი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბო­და…" - იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები