"გი­ორ­გიმ შიში და­მაძ­ლე­ვი­ნა, მი­მახ­ვედ­რა, რომ მე­ო­რედ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმით, ჩემი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბო­და…" - კვირის პალიტრა

"გი­ორ­გიმ შიში და­მაძ­ლე­ვი­ნა, მი­მახ­ვედ­რა, რომ მე­ო­რედ ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმით, ჩემი ცხოვ­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბო­და…"

მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის სიყვარულის ისტორიის შესახებ ერთი კვირის წინ გახდა ცნობილი. მარიკა წლებია კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხელოვნების დეპარტამენტში მუშაობს. გიორგი მანველიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია და ბათუმში ცხოვრობს.

მარიკა თხელიძეს პირველი ქორწინებიდან 4 წლის ნიკოლოზი ჰყავს. წლების წინ გიგა ანდრიაძისა და მარიკა თხელიძის ქორწინება მალე დასრულდა. მოგვიანებით, Mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში მარიკა ჰყვებოდა, რომ შვილი რომ შეეძინა, მეუღლეს უკვე დაშორებული იყო, თუმცა ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნა...

"უმამოდ გაზრდილი ვარ და ჩემთვის ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა, ამ საკითხს მარტივად ნამდვილად არ ვუყურებ. ყოველთვის მინდოდა, ჰქონოდა ჩემს შვილს ის, რაც მე მაკლდა. ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ვარ და ჩემთვის ადვილი არ იყო ოჯახის დანგრევა, გადაწყვეტილებაც მარტივად ან დაუფიქრებლად არ მიმიღია. მაგრამ ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ამისგან დაზღვეული არავინ არის…" - ამბობდა Mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში.

პირველ ქორწინებაში იყო გიორგი მანველიძეც. როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, პოლიტიკოსის მეუღლე ხატია კომახიძე გახლდათ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარბარე მანველიძეები.

მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს.

"გიორგიმ შიში დამაძლევინა, გადამალახვინა და მიმახვედრა, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმით, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა…" - იხსენებდა მოგვიანებით ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში. გაგრძელება