"მამაჩემი საპნის ოპერის რეჟისორი იყო, დედა კი...“ - ნაკლებად ცნობილი ფაქტები მეგან მარკლის ოჯახის ცხოვრებიდან
"მამაჩემი საპნის ოპერის რეჟისორი იყო, დედა კი...“ - ნაკლებად ცნობილი ფაქტები მეგან მარკლის ოჯახის ცხოვრებიდან
ბრიტანეთის სამეფო კარისა და მისი წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ისტორია ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.

წყვილის გარდა, ტაბლოიდების ყურადღებას მეგანის დედა - დორია რეგლანდი იქცევს. უამრავი წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიუხედავად, როგორც აღმოჩნდა, მეგან მარკლის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და მეგობარი სწორედ დედაა. დორია ყოველთვის გვერდში ედგა მის გოგონას, მათ შორის მაშინაც, როცა მეგანი პრინც ჰარის გაჰყვა ცოლად. მეგანიც ყოველთვის განსაკუთრებულად გამოხატავს მადლიერებას დედის მიმართ და როცა შანსი აქვს,
მას საჯაროდაც უხდის მადლობას მხარდაჭერისთვის.


გოგონას განსაკუთრებული დამოკიდებულება დედის მიმართ მაშინაც ნათელი გახდა, როცა დორია სამეფო ქორწილში პატარძალთან ერთად, სპეციალური კორტეჟით მივიდა.

მეგანი ჟურნალისტებთან საუბრისას ხშირად უხდის მადლობას დედას, იმისთვის რომ ასე აღზარდა. 2015 წელს კი გამოცემა Elle-ში დაბეჭდილ ესსეში, მარკლმა თავად დაწერა: "დედაჩემი ძალიან
ძლიერი ქალია“.

ოჯახის მეგობარი კი ჟურნალისტებთან ამბობს:

"რეგლანდს არ დასჭირდა მეგანის დარწმუნება, რომ მას ჰარისთან, მეგანთან და არჩისთან ერთად ეცხოვრა, როცა ისინი 2020 წელს კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მეგანმა დედა მათთან მიიპატიჟა“.


ხშირად, გამოცემებთან საუბრისას მეგანი აღნიშნავს, რომ დედა ძლიერი ქალია, არ პატიობს არავის ჩაგვრას და ძალადობის წინააღმდეგია. მარკლისთვის ის სამაგალითოა.

როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლი კალიფორნიაში გაიზარდა, დედის მხრიდან მისი ფესვები ოჰაიოდან მოდის. Daily Mail-ის ინფორმაციით, დედის მხრიდან, მარკლის ბებია და ბაბუა საკმაოდ წარმატებული ადამიანები იყვნენ. ბაბუა, როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად, ანტიკვარიატით ვაჭრობდა, შემდეგ კი Melrose Trading Post - ის სახელით საკუთარი მაღაზიაც გახსნა.

დორია რეგლანდი კლივლენდში 2 სექტემბერს დაიბადა, თუმცა ლოს-ანჯელესში გაიზარდა. შემდეგ, მან მისი მომავალი მეუღლე ტომას მარკლიც გაიცნო: "მამაჩემი ერთ-ერთი საპნის ოპერის რეჟისორი იყო, დედა კი სტუდიაში მუშაობდა“ - იხსენებს მეგანი.

"დედამ მამაჩემი 70-იანი წლების ბოლოს გაიცნო. მახარებს იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა, მამა დედაჩემის ლამაზი თვალებით მოიხიბლა, ან იქნებ ანტიკვარიატის საერთო ინტერესმა დააახლოვა ერთმანეთს“.

როგორც ცნობილია, მამის მხრიდან მეგანს და-ძმაც ჰყავს. ის 6 წლის იყო, როცა მშობლები დაშორდნენ, თუმცა გოგონა ორივე მშობელთან ატარებდა დროს.
როგორც მეგანი ტაბლოიდებთან ინტერვიუში ამბობს, დორია ერთ-ერთ კლინიკაში სოციალური მუშაკი იყო და პარალელურად, იოგის ინსტრუქტორიც გახლდათ.


ქალიშვილის უეცარი პოპულარობისა და პრინც ჰარისთან დაგეგმილი ქორწილის გამო, ის იძულებული გახდა კლინიკაში სამსახური მიეტოვებინა. როგორც აღმოჩნდა, მასთან ინტერვიუსთვის ჟურნალისტები კლინიკაშიც კი მიდიოდნენ, ამ ფაქტმა მარკლის დედა იძულებული გახადა სამსახურისთვის თავი დაენებებინა.

მეგანის თქმით, დორია კარგი მზარეულიცაა:

"მიყვარს სამზარეულოში ყოფნა. მიყვარს როცა დედას სადილის მომზადებაში ვეხმარები. ის საუცხოოდ ამზადებს სალათებს, კრევეტებს და მექსიკურ კერძებს...“

დორია და ბრიტანეთის დედოფალი

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ურთიერთობის გახმაურების შემდეგ, ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა წყვილის ქორწილი დაგეგმა. 2018 წლის მარტში, მარკლის დედა უინძორების სასახლეში სტუმრად მიიწვიეს. ფინჯან ჩაიზე ის დედოფალს შეხვდა. პრინცის მომავალი მეუღლის დედამ ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II გაიცნო.

როგორც ამბობენ, ძალიან რთულია ბრიტანეთის დედოფალს თავი მოაწონო, მაგრამ დორიამ მისი ინდივიდუალიზმით დედოფალი მოხიბლა.


2019 წელს დორია ბრიტანეთში კიდევ ჩავიდა, რათა ორსული გოგონასთვის მხარი დაეჭირა. ოპრა უინფრისთან ინტერვიუში მეგანმა გაიხსენა, რომ ორსულობისას სასახლის პერსონალის ერთ-ერთმა წევრმა უხეში კომენტარი გააკეთა მეგანისა და მომავალი ბავშვის კანის ფერთან დაკავშირებით, რის გამოც, მარკლმა ინერვიულა და სუიციდზეც ფიქრობდა:

"მეგონა, რომ თუ მოვკვდებოდი, ეს ყველასთვის კარგი იქნებოდა. თვითმკვლელობის შესახებ ფიქრი მაწუხებდა და ეს ფიქრი ძალიან დამთრგუნველი იყო. არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა“ - განაცხადა მარკლმა ტელეწამყვანთან საუბრისას.

ყველასთვის ნათელია, რომ ამ რთულ პერიოდში მარკლს დედა ედგა გვერდით. დორიას როლის შესახებ ისიც საუბრობს, რომ სამეფო ოჯახში დაგეგმილი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენისას ის მეგანის გვერდით იყო. მაშინაც კი, როცა სამეფო ოჯახი პატარა პრინცის ნათლობას აღნიშნავდა, დორია დედოფალთან და პრინცებთან ერთად დგას საოჯახო ფოტოს გადასაღებად. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)
ნ.მ.
22 მარტი 2021 13:54
მოკლედ, რაები გადაუტანია საცოდავს!

რუბრიკის სხვა სიახლეები