"ორი გადასახლება, ტიფის ეპიდემია, შარშან კორონაც დაამარცხა... თათული - 97" - სალომე ღვინიაშვილი ბებიის ფოტოს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"ორი გადასახლება, ტიფის ეპიდემია, შარშან კორონაც დაამარცხა... თათული - 97" - სალომე ღვინიაშვილი ბებიის ფოტოს აქვეყნებს

მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა სოციალურ ქსელში 97 წლის ბებოს, თათულის შესახებ გააზიარა პოსტი. როგორც აღმოჩნდა, ამ მშვენიერ და ამავდროულად ძლიერ ქალბატონს, ტიფიც დაუმარცხებია წლების წინ და სულ ახლახან - კორონაც.

"ორი გადასახლება, ტიფის ეპიდემია 1932 წელს სარატოვში და რომ არა ქართველი სტუდენტები, რომლებიც დღე და ღამე არ შორდებოდნენ, ალბათ ვერ გადარჩებიდა. 2020 წლის პანდემია და კორონაც დაამარცხა. დღესაც ცხოვრებისადმი უდიდესი ინტერესით და ადამიანებისადმი უსაზღვრო სიყვარულით - თათული 97".