"და­კა­ნო­ნე­ბუ­ლია" - მარიკა თხელიძე მეორედ დაქორწინდა - კვირის პალიტრა

"და­კა­ნო­ნე­ბუ­ლია" - მარიკა თხელიძე მეორედ დაქორწინდა

მომღერალ მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის სიყვარულის ისტორიის შესახებ საზოგადოებისთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მარიკა წლებია კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხელოვნების დეპარტამენტში მუშაობს. გიორგი მანველიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია და ბათუმში ცხოვრობს.

წყვილმა ურთიერთობა ახლახანს ოფიციალურად დააკანონა. ხელისმოწერის ცერემონიის ამსახველი ფოტო მომღერალმა "ფეისბუქში" გამოაქვეყნა. "დაკანონებულია" - წერს მარიკა თხელიძე.

მარიკასა და გიორგის ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს.