"და მა­ინც, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა შენს გვერ­დით ყოფ­ნა! მა­საც ისე­თი ვუყ­ვარ­ვარ რო­გო­რიც ვარ" - რას წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"და მა­ინც, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა შენს გვერ­დით ყოფ­ნა! მა­საც ისე­თი ვუყ­ვარ­ვარ რო­გო­რიც ვარ" - რას წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე თავის ცოლს, ქეთი სიჭინავას დაბადების დღეს ულოცავს და ტექსტთან ერთად ფოტოსაც აქვეყნებს:

"და მაინც, რა ბედნიერებაა შენს გვერდით ყოფნა! ათი წელი ისე სწრაფად გავიდა თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით. დიდი სიამოვნებით გავივლიდი ყველაფერს თავიდან! ამ პერიოდის მანძილზე ბევრჯერ გავაბრაზე, ბევრჯერ ვაწყენინე, ბევრჯერ მაპატია და ბევრჯერ მივხდი, რომ არასწორი ვიყავი. ბევრჯერ მივხვდი, რომ როცა ძვირფასია ბევრი რამ მეორეხარისხოვანი ხდება.

მივხვდი იმასაც, რომ ისეთი მიყვარს როგორიც არის, თავისუფალი, მხიარული, ხან აუტანლად მკაცრი და შეუბრალებელი, ხან კი პატარა ბავშვივით თბილი და გულუბრყვილო.

მასაც ისეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ. არასოდეს გვიცდია ერთმანეთის შეცვლა, ორივე ერთმანეთით ვართ ბედნიერები . ორივემ ვიცით რომ იოლი არ არის, მაგრამ მაინც გვინდა ერთად გავიაროთ ცხოვრების გზა .

Happy bday ქეთუნა!" - წერს გიორგი ვაშაძე.