არის თუ არა 5G ქსელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო? - მასშტაბური კვლევის შედეგები
არის თუ არა 5G ქსელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო? - მასშტაბური კვლევის შედეგები
ვერანაირი მტკიცებულებები ნანახი ვერ იქნა იმის დასადასტურებლად, რომ დაბალი ინტენსივობის რადიოტალღებს შეუძლია ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითი ზემოქმედება. აღნიშნული მონაცემები მიიღეს ავსტრალიის რადიოაქტიური გამოსხივებისა და ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს (AღPANშA) და სუინბერნის (ავსტრალია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ჩატარებული ორი მასშტაბური სამეცნიერო კვლევის შედეგად.

პირველი კვლევის მიმდინარეობისას გაანალიზდა 138 კვლევის შედეგად მიღებული მოცემები. მათგან 107 შეეხებოდა სხვადასხვა ბიოლოგიურ ეფექტებს, რომლებიც თეორიულად შესაძლებელია გამოიწვიოს ორგანიზმში 5G ქსელებში გამოყენებულმა 6 გჰც დიაპაზონის რადიოტალღებმა. საუბარია რ
ამდენად შეუძლია ამ ტალღებს გამოიწვიოს გენეტიკური მუტაცია და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარება, რამდენად მოქმედებს
გენების აქტივობაზე, უჯრედული მემბრანისა და უჯრედული სიგნალის სისტემის ფუნქციაზე. 31 კვლევა მიეძღვნა ორგანიზმზე იმ სიგრძის ტალღების რადარის მოქმედებას, რომელიც გამოიყენება 5G ქსელში.

მკვლევარების განცხადებით, ვერანაირი დამადასტურებელი მონაცემი ვერ იქნა აღმოჩენილი, რომ დაბალი ინტენსივობის ელექტრომაგნიტურ
ტალღებს ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითი ზემოქმედება შეუძლია (კიბოს, უშვილობის ან სხვა მძიმე დაავადებების განვითარება) გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები