"პროფილი“ და "შორენას ეფექტი“ იხურება?
"პროფილი“ და "შორენას ეფექტი“ იხურება?
ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი - "პრო­ფი­ლი" და "შო­რე­ნას ეფექ­ტი" იხუ­რე­ბა. რო­დე­საც ამის გა­და­მოწ­მე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან ვცა­დეთ, გვი­თხრეს, რომ ამ ამ­ბავს ვერც დაგ­ვი­დას­ტუ­რებ­დნენ და ვერც უარ­ყოფ­დნენ. "კომ­პა­ნი­ა­ში ამის თა­ო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, მაგ­რამ ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი არა­ფე­რია. დღეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს "შო­რე­ნას ეფექ­ტის" ჩა­წე­რა", - ამ­ბობს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო.

და­ვუ­კავ­შირ­დით "პრო­ფი­ლისა" და "შო­რე­ნას ეფექ­ტის" პრო­დი­უ­სერ ნი­კო­ლოზ ხა­ჩი­ძე­საც.

"რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, "პრო­ფი­ლი" არა­ვის და­უ­ხუ­რავს და ხუთ­შა­ბათს დაგ­ვე­ლო­დონ ჩვე­ულ დროს, "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში...
ამა­ზე მეტ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ", - აღ­ნიშ­ნა პრო­დი­უ­სერ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პან­დე­მი­ის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლი­სა და არ­ხის რე­ი­ტინ­გის შემ­ცი­რე­ბის გამო "რუს­თა­ვი 2"-ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო კომ­პა­ნია გა­კოტ­რე­ბუ­ლა­დაც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია
"რუს­თა­ვი 2" და "პრა­იმ თა­ი­მი" ერთ ჰოლ­დინ­გად ერ­თი­ან­დე­ბი­ან, რაც კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს.

ambebi.ge
გოგი
01 აპრილი 2021 19:26
რა ბედნიერებაა ხალხოო....მგონი იღვიძებს ერი ნელ-ნელა.

რუბრიკის სხვა სიახლეები