"პროფილი“ და "შორენას ეფექტი“ იხურება? - კვირის პალიტრა

"პროფილი“ და "შორენას ეფექტი“ იხურება?

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ის პოპულარული გადაცემები - "პროფილი" და "შორენას ეფექტი" იხურება. როდესაც ამის გადამოწმება ტელეკომპანიის თაობაზე ინფორმირებულ ადამიანებთან ვცადეთ, გვითხრეს, რომ ამ ამბავს ვერც დაგვიდასტურებდნენ და ვერც უარყოფდნენ. "კომპანიაში ამის თაობაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. დღეს ჩვეულებრივად მიმდინარეობს "შორენას ეფექტის" ჩაწერა", - ამბობს ინფორმირებული წყარო.

დავუკავშირდით "პროფილისა" და "შორენას ეფექტის" პროდიუსერ ნიკოლოზ ხაჩიძესაც.

"რაც შემიძლია გითხრათ, "პროფილი" არავის დაუხურავს და ხუთშაბათს დაგველოდონ ჩვეულ დროს, "რუსთავი 2"-ის ეთერში... ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა პროდიუსერმა სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის შემცირების გამო "რუსთავი 2"-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელი იყო კომპანია გაკოტრებულადაც გამოცხადებულიყო. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან, რაც კომპანიების წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

ambebi.ge