"მინ­დო­და, მას გულ­წრფე­ლად ეღი­ა­რე­ბი­ნა - "ხო, თინე­ი­ჯე­რო­ბისას სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი და ბო­დიშს ვიხ­დი ამის­თვისო"
"მინ­დო­და, მას გულ­წრფე­ლად ეღი­ა­რე­ბი­ნა - "ხო, თინე­ი­ჯე­რო­ბისას სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი და ბო­დიშს ვიხ­დი ამის­თვისო"
მო­დელ­მა ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" რე­პერ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი სკან­და­ლუ­რი ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"უთ­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნია და მე მის­გან ცოტა სხვა­ნა­ი­რი სა­უ­ბა­რი მინ­დო­და... თუ ეს შეც­დო­მა მარ­თლა და­უშ­ვა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას... ყვე­ლას გვინ­და ხოლ­მე, რომ და­ვამ­ტკი­ცოთ რა­ღა­ცე­ბი. ვი­ღა­ცე­ბს ცოტა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აქვთ ხოლ­მე ამ ცხოვ­რე­ბა­ში... ჩემი აზ­რით, მთა­ვა­რია, გა­რე­მოც­ვამ უკარ­ნა­ხოს თი­ნე­ი­ჯერ ბიჭს, რომ "ეგრე არ უნდა თქვა, არ უნდა გინ­დო­დეს, ეგ არას­წო­რია", ვიდ­რე ნავ­თი და­ას­ხა ცე­ცხლს და უთხრას, რომ
"კი კი ჯი­გა­რი ხარ, ეგრე უნდა იყოს...".

მე ვთვლი, რომ ეგ ბიჭი არ იმ­სა­ხუ­რებ­და იმას, რაც მის გარ­შე­მო აა­გო­რეს. ყო­ველ­დღე გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და ფან­ტას­ტიკ­უ­რი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭია. თუ ეს შეც­დო­მა მან მარ­თლა და­უშ­ვა და ასე­თი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და ვი­ღა­ცე­ბის მი­მართ, ეს აუ­ცი­ლებ­ლად უფ­რო­სე­ბის და სხვე­ბის ბრა­ლია,
თი­ნე­ი­ჯე­რი ბიჭი აქ არა­ფერ შუ­ა­შია. ვინც აღ­ზარ­და ბერა, ოჯა­ხი.... მე, როცა მივ­ხვდე­ბი, რომ ჩემი შვი­ლი რა­ღა­ცებ­ში შეც­დო­მას უშ­ვებს, წა­მო­ვარ­ტყამ კი­დე­ვაც და ვე­ტყვი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არ არის სწო­რი.

თუმ­ცა ბავ­შვე­ბი ოჯახს გა­რე­თაც რა­ღა­ცებს აკე­თე­ბენ არას­წორს. თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ ჩემი აზრი, მე მინ­დო­და, მას გულ­წრფე­ლად ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ "ხო თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა­ში სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი, ასე ერთი-ორი ვთქვი და ბო­დიშს ვიხ­დი ამის­თვის". ამის გა­გო­ნე­ბა უფრო მომეწო­ნე­ბო­და მის­გან, რომ ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ ცოტა სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი და ასე­თი რამე არ მინ­დო­და... მე მხა­რე არ ვარ, არც მე­გო­ბა­რი ვარ, უბ­რა­ლოდ ცოტა შე­მე­ცო­და ეს ბიჭი", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, მომ­ღე­რალ­მა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა 9 მარტს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "თუ ვინ­მე დე­დას შე­მა­გი­ნებს, ჩემს ოჯახს შე­ე­ხე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად პა­სუხს მოვ­თხოვ დღე­საც". სა­უ­ბა­რია "ტვ პირ­ვე­ლის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, მომ­ღე­რა­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს იმ ახალ­გაზ­რდე­ბის დას­ჯას სთხოვ­და, ვინც ინ­ტერ­ნეტ­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს წერ­დნენ. ამას­თან, ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თა­ნაც სა­უბ­რობ­და, რო­მე­ლიც ამ ქმე­დე­ბებს იწო­ნებ­და. "იმედ­ზე" გა­სულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რალ­მა ჩა­ნა­წე­რე­ბის აუ­თენ­ტუ­რო­ბა ირი­ბად და­ა­დას­ტუ­რა.



ucnobi
31 მარტი 2021 10:46
გთხოვ ყოველდღე შეგვახსენე რა,რომ არ დაგვავიწყდეს!

რუბრიკის სხვა სიახლეები