მაკა ზამბახიძე მალე ბებია გახდება - ვინ არის მომღერლის ქალიშვილის რჩეული - კვირის პალიტრა

მაკა ზამბახიძე მალე ბებია გახდება - ვინ არის მომღერლის ქალიშვილის რჩეული

მომღერალი მაკა ზამბახიძე მალე ბებია გახდება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მომღერლის ერთადერთმა ქალიშვილმა სალომე ჩიტაძემ ბედი ირაკლი ცაბაძეს დაუკავშირა და წყვილმა ქორწინების შესახებ სოციალური ქსელით საზოგადოებას გუშინ აცნობა.

სალომე და ირაკლი ჯერჯერობით საერთო ფოტოებით არ ანებივრებენ გულშემატკივრებს, თუმცა ამ სურათებში ნათლად ჩანს, რომ წყვილი სითბოსა და სიყვარულს ასხივებს.

სალომე დედის პროფესიას გაჰყვა და ჯგუფ "ნონ სტოპის" წევრია. მან ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ორსულობის გაგების შემდეგ დედა ორმაგად შეუყვარდა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით

ბავშვის სქესი არ იცის, თუმცა, როცა ეცოდინება, მაინც არ გაამჟღავნებს.

"სიურპრიზად დავტოვებ. მხოლოდ მე და მამიკოს გვეცოდინება. ექოსკოპიაზე პირველი მაკა მორბის და ყოველი დილა მისი ზარით იწყება. როცა მაკას და მის ქმარს ვუყურებდი, სულ ვამბობდი, რომ ასეთი სიყვარული მინდა ვიპოვო-მეთქი და ამიხდა", - ამბობს სალომე.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი სიდედრია მაკა, სალომე პასუხობს, რომ ისეთივე, როგორიც მეგობარი.

"მაკა ძალიან ეგოისტია და მიკვირს, ჩემს ქმართან ასეთი მეგობრული დამოკიდებულება მალევე რომ დაამყარა და შეეგუა. მე და ირაკლი მარტო ვცხოვრობთ, თუმცა ჩემებთან ახლოს", - აღნიშნავს მაკას ქალიშვილი.

marao.ge