დღეს "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში "პრო­ფი­ლის" ბოლო გა­და­ცე­მა გავა
დღეს "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში "პრო­ფი­ლის" ბოლო გა­და­ცე­მა გავა
დღეს "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში "პრო­ფი­ლის" ბოლო გა­და­ცე­მა გავა. ამის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მის ოცი­ფი­ა­ლურ "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" ცოტა ხნის წინ და­ი­წე­რა.

"დღეს, 22:00 სა­ათ­ზე ბოლო პრო­ფი­ლი!" - წერს "ფე­ის­ბუქ-გვერ­დი.

გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი მაია ასა­თი­ა­ნი კი "ინ­სტაგ­რა­მი­სა" და "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დებ­ზე გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.
გუ­შინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ "რუს­თა­ვი 2"- ის გა­და­ცე­მე­ბი - "პრო­ფი­ლი" და "შო­რე­ნას ეფექ­ტი" იხუ­რე­ბა. AMBEBI.GE გა­და­ცე­მე­ბის პრო­დი­უ­სერ ნი­კო­ლოზ ხა­ჩი­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ და­ა­დას­ტუ­რა.

"რაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, "პრო­ფი­ლი" არა­ვის და­უ­ხუ­რავს და ხუთ­შა­ბათს
დაგ­ვე­ლო­დონ ჩვე­ულ დროს, "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში... ამა­ზე მეტ კო­მენ­ტარს ვერ გა­ვა­კე­თებ", - აღ­ნიშ­ნა პრო­დი­უ­სერ­მა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პან­დე­მი­ის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლი­სა და არ­ხის რე­ი­ტინ­გის შემ­ცი­რე­ბის გამო "რუს­თა­ვი 2"-ში სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო კომ­პა­ნია გა­კოტ­რე­ბუ­ლა­დაც
გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" და "პრა­იმ თა­ი­მი" ერთ ჰოლ­დინ­გად ერ­თი­ან­დე­ბი­ან, რაც კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს.



სიმართლე
29 მარტი 2021 10:41
დროული გადაწყვეტილებაა, ჩვენც გვჭირდება დასვენება.
...
27 მარტი 2021 16:49
მაია აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს , როგორ გაძლებს სამსახურის გარეშე!
მზეონა
27 მარტი 2021 13:21
გვარამია რომ ძლიერი მენეჯერი, უგზოუკვლოდ განათლებული და პროფესიონალია,ამას არ უნდა ტრანსპარანტები, მაგრამ..... საკითხავიის არის, თუ რაში იყენებს ამ თვისებებს ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს სირცხვილის გრძნობა და მოკლებულია სინამდვილის აღქმას... თორემ მე სიამოვნებით ვუყურებ მის შემეცნებით გადაცემას "მთავარი ჭკვიანი".

რუბრიკის სხვა სიახლეები