დღეს "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში "პრო­ფი­ლის" ბოლო გა­და­ცე­მა გავა - კვირის პალიტრა

დღეს "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში "პრო­ფი­ლის" ბოლო გა­და­ცე­მა გავა

დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში "პროფილის" ბოლო გადაცემა გავა. ამის შესახებ გადაცემის ოციფიალურ "ფეისბუქ-გვერდზე" ცოტა ხნის წინ დაიწერა.

"დღეს, 22:00 საათზე ბოლო პროფილი!" - წერს "ფეისბუქ-გვერდი.

გადაცემის წამყვანი მაია ასათიანი კი "ინსტაგრამისა" და "ფეისბუქის" გვერდებზე გამოსამშვიდობებელ ფოტოს აქვეყნებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"- ის გადაცემები - "პროფილი" და "შორენას ეფექტი" იხურება. AMBEBI.GE გადაცემების პროდიუსერ ნიკოლოზ ხაჩიძეს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.

"რაც შემიძლია გითხრათ, "პროფილი" არავის დაუხურავს და ხუთშაბათს დაგველოდონ ჩვეულ დროს, "რუსთავი 2"-ის ეთერში... ამაზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა პროდიუსერმა სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური სირთულისა და არხის რეიტინგის შემცირების გამო "რუსთავი 2"-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელი იყო კომპანია გაკოტრებულადაც გამოცხადებულიყო. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" და "პრაიმ თაიმი" ერთ ჰოლდინგად ერთიანდებიან, რაც კომპანიების წარმომადგენლებმა დაადასტურეს.