"ეს მართლა ერთი ნახვით შეყვარება იყო, სუზენის გაცნობის შემდეგ სხვა ქალზე წამითაც არ მიფიქრია"
"ეს მართლა ერთი ნახვით შეყვარება იყო, სუზენის გაცნობის შემდეგ სხვა ქალზე წამითაც არ მიფიქრია"
"ამდენწლიანი ქორწინების შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენ ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ და ამას უფრო ვზეიმობთ ვიდრე ერთად ყოფნას"

ჰოლივუდში სასიყვარულო ამბები არასდროს მთავრდება, ისტორიას მეტი შეყვარებული და ბედნიერი ადამიანი ემატება. დროა, მათ რიცხვს ჯეფ ბრიჯესი და სუზენ გესტონიც მივამატოთ, ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავური წყვილი, რომელიც უკვე 43 წელზე მეტია ქორწინებაშია და როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ დიდხანს, ასე ტკბილად აპირებენ ყოფნას.

"იცით, ამდენწლიანი ქორწინების შემდეგ მივხვდით, რომ ჩვენ ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ
და ამას უფრო ვზეიმობთ ვიდრე ერთად ყოფნას, მე პატივს ვცემ სუზენის ხასიათს, სიბრძნეს და სურვილს რომ ჩემთან იყოს" - აღნიშნა ჯეფ ბრიჯესმა ერთ-ერთ ინტერვიუში

1974 წელს, ჰოლივუდში, გადასაღებ მოედანზე ჯეფმა 20 წლის ლამაზი გოგონა გაიცნო, ფილმში ქალი ოფიციანტის როლს ასრულებდა. როგორც ხდება ხოლმე, მსახიობებს ერთმანეთი
მაშინვე შეუყვარდათ, თუმცა გადაღებების დასრულების შემდეგ უეცრად მოსული სიყვარულიც სადღაც გაქრა და ორივე თავის გზაზე წავიდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, ჯეფი მიხვდა რომ ყველა მისი ურთიერთობა წარუმატებლად სრულდებოდა, რადგან პერიოდულად მის გონებაში სუზენი ჩნდებოდა და დალაგებულ ფიქრებს ურევდა, მსახიობმაც გამბედაობა მოიკრიბა და 20 წლის ლამაზმანი პაემანზე დაპატიჟა. პირველ პაემანზე ბრიჯესმა სუზენი კლუბში წაიყვანა და წყვილმა მთელი ღამე ცეკვაში გაატარა, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ კი ჯეფმა გოგონას მასთან ერთად კალიფორნიაში გადასვლა შესთავაზა და სრულიად მოულოდნელად სუზენისგან თანხმობაც მიიღო.

წყვილს ერთმანეთი გულწრფელად უყვარდა, ეს ერთი შეხედვითაც კი ჩანდა, თუმცა ამის მიუხედავად ქორწილს თავს არიდებდნენ, ყველა ისე იცნობდა როგორც ცოლ-ქმარს, მაგრამ შეყვარებულობის სტატუსს ვერ ელეოდნენ.

"ეს მართლა ერთი ნახვით შეყვარება იყო, სუზენის გაცნობის შემდეგ სხვა ქალზე წამით არ მიფიქრია" - ამბობდა ჯეფი ერთ-ერთ ინტერვუში.

როგორც ჰოლივუდში ამბობდნენ, სუზენს გათხოვება ძალიან სურდა, ჯეფი კი ამის წინააღმდეგი იყო, თუმცა გესტონის დაკარგვას ვერ დაუშვებდა და საბოლოოდ ხელის თხოვნაზე სერიოზულად დაფიქრდა.

"ვიფიქრე, არა ღმერთო, ამ ქალს ვერ დავკარგავ, რატო არ უნდა დავქორწინდე მასზე მეთქი" - იხსენებს ჯეფი.

ერთ საღამოს ბრიჯესმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა და 1977 წლის 5 ივნისს ხელის თხოვნიდან 5 დღეში ქორწილიც შედგა.

"ქორწინებას ყოვეთვის გავურბოდი, მეშინოდა, რადგან ვიცოდი ცოლის მოყვანით ადამიანის ცხოვრებაში ყველა სხვა კარი იხურება. ეს მართალია, ქორწინება სერიოზული ნაბიჯიამ მაგრამ არავის უთქვამს რომ ოჯახის შექმნით ყველა სხვა კარები გაიხსნებოდა, ბრწყინვალე ცხოვრების, ბედნიერების, ბავშვებისა და დიდი სიახლოვის კარები, რომელიც ყველაფრის დათმობად ნამდვილად ღირს" - ამბობს ბრიჯესი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ქორწინებიდან მალევე წყვილს პირველი შვილი იზაბელი შეძინათ, მას ჯესიკა და შემდეგ ჰეილი-ლილი ბრიჯესი მოჰყვა. გოგონები ახლა 30-ს გადაცილებულები არიან და მშობლების მარადიული სიყვარულით გულწრფელად ამაყობენ. ჯეფსა და სუზენს ტრადიციული ოჯახი აქვთ, გოგოებთან ერთად დროს ხშირად ატარებენ და დღესასწაულებს ერთმანეთის ნახვის გარეშე არასდროს ატარებენ.

"დრო ისე სწრაფად მიდის და იმდენად ძვირფასია, რომ თითოეული წამი კარგად უნდა გამოვიყენოთ. ხშირად იყავით საყვარელ ადამიანებთან ერთად, ცხოვრებაში, ამაზე დიდ სიმდიდრეს ადამიანი ვერ მოიპოვებს" - ამბობს ჯეფი.

კარიერის განმავლობაში გენიალურ წყვლის 50 ფილმში აქვს ნათამაშები. ჯეფს არასდროს უღალატია ცოლისთვის და ყოველთვის, ყველა ინტერვიუს ბოლოს წრფელ ქორწინებაზე საუბრობს.

"ჩემი ქორწინება ყოველ დღე უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ ეს არ ნიშავს იმას, რომ ყოველთვის მარტივი იყო" - აღნიშნა ჯეფმა ერთ-ერთ გადაცემაში.

მართლაც, უკონფლიქტოდ არც მათ ქორწინებას ჩაუვლია, კალიფორნიაში გადასვლის წელს, სუზენი 20 წლის იყო, ჯეფი 24-ის ასაკის მცირე, თუმცა მათთვის შესამჩნევი სხვაობა ხშირად კონფლიქტს იწვევდა, იყო კონფლიქტებიც, შემდეგ ერთმანეთი უკეთ გაიცნეს, გამოსავლის ძიება დაიწყეს და როგორც თვითონ ხუმრობენ, საჩხუბარი თემებიც ამოწურეს. ყველას უკვირდა, ჰოლივუდის სიმპათიური მსახიობი როგორ არ ღალატობდა ცოლს, როგორ შეეძლო ჯეფს ამდენი ლამაზმანის ირგვლივ თვალი არავისკენ გაპარვოდა.

"თუ ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმე სირთულეს გადააწყდები პარტნიორს შეიცვლი და ურთერთობას სხვასთან დაიწყებ, იმ სიმდიდრეს ვერასდროს ნახავ, რაც ხანგრძლივ ურთოერთობას და ნამდვილ სიყვარულს მოჰყვება. უკვე წლებია, ჩემი ცოლი მხარს მიჭერს და ეს მიბიძგებს მე უფრო მეტად მიყვარდეს ის" - ამბობს ჯეფ ბრიჯესი. წყარო

(სპეციალურად საიტისთვის)

გიორგი
30 მარტი 2021 16:44
Სურათების ქვევით მიაწერეთ ვინ არის სურათზე გამოსახული. Ქართული საიტების შემქმნელებმა გადახედეთ უცხოურ საიტებს და გაითვალისწინეთ მათი მუშაობის სტილი.

რუბრიკის სხვა სიახლეები