ვინ არის დავით ბერძენიშვილის მეუღლე? - კვირის პალიტრა

ვინ არის დავით ბერძენიშვილის მეუღლე?

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი ყველასათვის ცნობილია, როგორც აქტიური პოლიტიკოსი. მიუხედავად მისი საქმიანობისა, საკუთარი ოჯახისა და მეუღლის შესახებ მედიაში პრაქტიკულად არაფერი დაწერილა.

ცნობისთვის, პოლიტიკოსს სამი შვილი ჰყავს: 33 წლის ლევან, 30 წლის ზურაბ და 21 წლის ანასატასია ბერძენიშვილები. მისი მეუღლე გახლავთ 2 წლით მასზე უმცროსი ნინო ინწკირველი, რომელსაც როგორც ჩანს, არ უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და არც სოცილურ ქსელებს წყალობს დიდად.

საზოგადოების ყურადღება არაერთხელ მიიპყრო პოლიტიკოსის შუათანა შვილმა, ზურაბ (ზუკა) ბერძენიშვილმა. იგი რუსეთის დუმის დეპუტატის , გავრილოვის ვიზიტის შემდეგ დაწყებული საპროტესტო მოძრაობის, "სირცხვილიას" ერთ-ერთი გახლდათ.