"შენი ძმა - მე" - კვირის პალიტრა

"შენი ძმა - მე"

ორიოდე თვის წინ ევა ლონგორია  კალათბურთელ ტონი პარკერს გაეყარა და მაშინვე თვალი "თანავარსკვლავ" პენელოპა კრუზის ძმას - ედუარდოს დაადგა.

მას შემდეგ ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს არ შორდება და პაპარაცების ჯარიც კუდში დასდევს. ახლახან შეყვარებულები მექსიკაში, კურორტ კაბოზე ისვენებდნენ და ცხადია, პაპარაცების ობიექტივშიც მოხვდნენ.