"ბოქსიორი" სელაპმა მიტყიპა - კვირის პალიტრა

"ბოქსიორი" სელაპმა მიტყიპა

ზღვისპირა შოტლანდიურ ქალაქ ფაიფის მცხოვრები ლინ მორისი ჩვეულებისამებრ თავის საყვარელ 3 წლის "ბოქსიორის" ჯიშის ძაღლ "უაიტლის" სანაპიროზე ეთამაშებოდა - ძაღლი ზღვაში გადაგდებულ ჩოგბურთის ბურთს პატრონს უბრუნებდა.

უცებ ბურთთან ახლოს წყლიდან თავი სელაპმა ამოყო და დაბნეულ "ბოქსიორს" გვარიანი ალიყური აჭამა  უაიტლიც "უცებ მიხვდა", რომელი იყო მათ შორის უკეთესი წყალბურთელი. ცხადია, ბურთი სელაპს დარჩა. სპეციალისტების განმარტებით, სელაპი მეტისმეტად ცნობისმოყვარე ცხოველია და ზღვაში აღმოჩენილი ნებისმიერი უცხო ნივთის "გამოკვლევა" სურს.