ჯვარცმა - ნებაყოფლობით - კვირის პალიტრა

ჯვარცმა - ნებაყოფლობით

ფილიპინებზე, მაცხოვრის ჯვარცმის დღის აღსანიშნავად ნებაყოფლობით ჯვარზე გაკვრის ტრადიცია 1956 წლიდან არსებობს, მას შემდეგ, რაც ფილიპინელი რიკარდო ნავაროს პიესის მიხედვით, ქუჩის წარმოდგენა - "ჯვრის გზა" დაიდგა.

აღსანიშნავია, რომ 90-მილიონიან ქვეყანაში 70 მილიონი მორწმუნე კათოლიკეა. წელს, აღდგომის წინ, 20-მდე მოხალისე "აცვეს ჯვარს". ასობით სხვა მოხალისე კი რომაელ ლეგიონერებს განასახიერებდა და ჯვარზე გაკრულებს მათრახებით გვარიანად სცემდა.

ცერემონიას უამრავი ტურისტი დაესწრო. მართალია, "ჯვარცმულებს" ჯვარზე რამდენიმე წუთით აკრავენ, მაგრამ მათრახით ცემა ძნელი ასატანია, ამიტომ  ადგილობრივი "წითელი ჯვარი" პროტესტს გამოთქვამს. ისინი მიიჩნევენ, რომ შეიძლება მონაწილე დაიღუპოს ან დაინფიცირდეს.