"პოდიუმზე უნდა მოვკვდე” - კვირის პალიტრა

"პოდიუმზე უნდა მოვკვდე”

"მტკიცედ გადავწყვიტე, პოდიუმზე, მაღალ ქუსლებზე მდგომი მოვკვდე", - განაცხადა ამერიკელმა ტოპმოდელმა კარმენ დელ ორეფისმა, რომელსაც ახლახან 80 წელი შეუსრულდა.

კარმენს პოდიუმზე გამოსვლის 65-წლიანი სტაჟი აქვს - იგი 15 წლის იყო, როცა "ვოგის" გარეკანზე გამოჩნდა. კარმენი შესანიშნავ ფორმაშია და ყველაზე პრესტიჟული "მოდის სახლები" თუ "ბრენდები" დღესაც დიდ პატივად მიიჩნევენ მათი სამოსისა და ნივთების სადემონსტრაციოდ უხუცესი ტოპმოდელის მიწვევას."