შარონის საბოლოო "ინსტინქტი" - კვირის პალიტრა

შარონის საბოლოო "ინსტინქტი"

როგორც ჩანს, 53 წლის შარონ სტოუნი ცოლად მიჰყვება მილიონერ ჯოან ელიაშს, რომელიც სულ ორი თვის წინ, "ოსკარის" ცერემონიაზე გაიცნო. 49 წლის სასიძო სპორტულ საქონელს უშვებს და 400 მლნ დოლარის პატრონია.

თავად ჰოლივუდის მეგავარსკვლავი ჯერჯერობით ამბობს, რომ ისინი მხოლოდ "მეგობრები" არიან, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს გრძნობა უფრო "სერიოზულში გადაიზარდოს".

მაგრამ საქმეში მუდამ ყველაზე უფრო ჩახედული პაპარაცები ამტკიცებენ, რომ შეყვარებულებს კარგა ხანია ძალიან ბობოქარი რომანი აქვთ... მართალია, არც სტოუნი და არც მისი მილიონერი საქმრო საჯარო განცხადების გაკეთებას არ ჩქარობენ, ორივე მხარის მეგობრების მტკიცებით, ქორწილი გარდაუვალია და ეს შერონის საბოლოო გათხოვება და მისი "ძირითადი ინსტინქტის" უკანასკნელი გამოვლინება იქნება.