"პირველი დანახვისას ვიფიქრე, რომ ამ ქალს ცოლად მოვიყვანდი... ამ დღის მერე დაიწყო ჩემი ცხოვრება"
"პირველი დანახვისას ვიფიქრე, რომ ამ ქალს ცოლად მოვიყვანდი... ამ დღის მერე დაიწყო ჩემი ცხოვრება"
რთულია ერთ ადამიანთან 54 წელზე მეტი გაატარო და საზოგადოების გაუჩერებელ ჭორებსა თუ შეთქმულების თეორიებს უსმინო იმაზე, როგორ არ უხდები შენს პარტნიორს და რა მალე დასრულდება თქვენი ურთიერთობა. ჰოლივუდში ზუსტად ასე საუბრობდნენ დოლი პარტონისა და კარლ დინის ქორწინებაზე, რომელმაც ყველასგან გასაკვირად ნახევარ საუკუნეზე მეტი გაძლო და კვლავ ასე ერთგულად, დაუსრულებლად გრძელდება.

ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და კინომსახიობი დოლი პარტონი თავის სიყვარულს იმაზე ადრე შეხვდა, ვიდრე ეს ჰოლივუდმა გაიგო, ერთი ნახვით დაწყებული რომანი
მომღერალმა წლები საიდუმლოდ ინახა, ასევე ჩუმად გათხოვდა და როდესაც მიხვდა, რომ მის სიყვარულს საფრთხე არ ემუქრებოდა, მეუღლეს პირველი სასიყვარულო სიმღერა მიძღვნა.

1964 წელს დინი პატრონს ნეშვილის სამრეცხაოსთან შეხვდა, როგორც თვითონ ამბობს, ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავდა. დოლი 18 წლის იყო, დინი კი 21-ის. დაბნეული, ქერა
მსახიობი გზას იკვლევდა, დოლი მუსიკის ქალაქში, ნეშვილის შტატში იმ დღის ჩასული იყო და პირველივე დღეს ახალგაზრდა კაცის მზერამ შეაწუხა. დინი პარტონს თვალს არ აშორებდა.

"ალბათ ბანალურია, თუმცა პირველი ვიფიქრე, რომ ამ ქალს ცოლად მოვიყვანდი, ამის მერე უცბათ გავიფიქრე, ღმერთო ის ულამაზესია-მეთქი და აი, ამ დღის მერე დაიწყო ჩემი ცხოვრება" - თქვა დინმა ქორწინების 50 წლის იუბილეზე წარმოთქმულ ფიცში.

მომხივბლელმა მომღერალმა დინის მზერა ვერაფრით გაფანტა, დაიმორცხვა და შეეცადა სხვა მხარეს გაეხედა.

"როდესაც ჩემს ქმარს პირველად შევხვდი, მახსოვს მოვიდა და მითხრა მას ვახშამზე გავყოლოდი. ეს კი ჰამბურგერების ჭამა გახლდათ, მას ის ადგილები უყვარს, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს"- ამბობს დოლი ერთ-ერთ ინტერვიუში

ნეშვილში ჩამოსვლის პირველ დღეს დოლის საღამოს პარტნიორი გამოუჩნდა, დინმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და მართლაც, ორი წლის შემდეგ პარტონს სიგიჟემდე შეაყვარა თავი. 1966 წლის 30 მაისს კარლმა და დოლიმ რინგოლდის ეკლესიაში, ჯორჯიას შტატში ყველასგან მალულად იქორწინეს, დოლი უკვე 20 ის იყო, დინნი 23-ის.

ქორწილს მხოლოდ დოლის დედა ავიე ლი, მღვდელი და რამდენიმე სტუმარი ესწრებოდა. ქორწილის შემდეგ პარტონმა ახალი ალბომი გამოშვა და სიმღერების უმეტესობა მეუღლეს მიუძღვნდა.

"ქორწილის დღეს დედამ მოკლე კაბა და პატარა ყვავილების თაიგული მომიტანა, ვაპირებდით სახლში გადაგვეხადა ქორწილი, თუმცა ვუთხარი, რომ ასე თავს გათხოვილად ვერ ვიგრძნობდი. იმ დღეს პატარა ბაპტისტური ეკლესია მოვძებნეთ, პასტორს შევხვდით, მან კი მკითხა ნამდვილად გინდა გათხოვებაო, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამდი" - იხსენებს დოლი.

1966 წელს დოლის ერთ-ერთი დაჯილდოების შემდეგ, წყვილი ერთად წვეულებაზე მიიწვიეს, სადაც დინი პარტონის თხოვნით წავიდა, იმ საღამოს კი უთხრა, რომ ის მსგავს ცერემონიაზე მეორედ აღარ წავიდოდა.

"იმ საღამოს როდესაც წითელ ხალიჩაზე ერთად გავიარეთ და დინის უცნობ ხალხში საათობით ჩემი ლოდინი მოუწია, მომიტრიალდა და მითხრა, დოლი მიყვარხარ და მინდა ცხოვრებაში ყველაფერი გქონდეს, ბედნიერი ვარ რომ შენ მყავხარ, მაგრამ გთხოვ, არასდროს მთხოვო წამოგყვე იქ, სადაც გაჩერება მიჭირს"- თქვა დოლიმ ერთ-ერთ ინტერვიუში

პარტონმა პირობა შეასრულა, მომღერალი და მსახიობი თითქმის ყველგან მარტო ჩნდებოდა, სახლში კი მოსიყვარულე და ერთგული დინი ელოდა. ისინი ყოველთვის განსხვავებულები იყვნენ და დღემდე ასე არიან. ჰოლივუდში დოლის მარტო გამოჩენამ ჟურნალისტებს ახალი საფიქრალი გაუჩინა, წყვილის დაშორება კვირის მთავარი თემა გახდა. ხალხი ამბობდა, რომ დინი დოლის პატივს არ სცემდა და სათანადოდ არ უყვარდა მსახიობი.

"ხალხი ამბობს რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ, დიახ მართალია, მე და დინი ერთმანეთს არ ვგავართ, მაგრამ ეს პრობლემა არასდროს ყოფილა. ყოველთვის მაოცებს და სიურპრიზებით არის სავსე"- ამბობს პარტონი კარლზე.

1973 წელს მომღერალმა თავის ალბომში წითელთმიან ქალს სიმღერა მიუძღვნა, სიმღერის თანახმად, ეს ქალი მისი ქმრის საყვარელი უნდა ყოფილიყო. ამერიკული პრესა კიდევ ერთხელ პარტონისა და დინის ურთიერთობის დასარულზე ალაპარაკდა, თუმცა დინი მედიაში გამოჩნდა და თქვა, რომ დოლის სიმღერა მხოლოდ სიმღერა იყო და ისინი არ დაშორებულან.

რამდენიმე წელი, პარტონი და კარლი იშვიათად ჩნდებოდნენ ტელეეკრანებზე. 2012 წელს კი დოლიმ სიმღერა "აქედან მთვარემდე" დაწერა, რომელიც მისი და დინის უსასრულო სიყვარულს მიუძღვნა.

"მჭირდებოდა, რაღაც ლამაზი სასიყვარულო სიმღერა დამეწერა"- თქვა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

2016 წელს ლეგენდარულმა წყვილმა ხელახლა დადო ფიცი. მათ, 50 წლის ქორწინების იუბილეზე ყველას გასაგონად ერთმანეთს მარადიული სიყვარული შეჰფიცეს.

"თუ მომიწევს ჩვენი ყოველი დღე ისეთი იყოს როგორიც დღეს არის, დაე იყოს, ჩვენ ეს გვაბედნიერებს. მე ჩხუბს და ყვირილს ისევ გავაგრძელებ მომდევნო 50 წლის განმავლობაში" - თქვა დოლიმ ფიცის წარმოთქმის დღეს.

50 წელი ერთად, მილიონობით წუთი და მოგონება. დოლისა და დინის შვილი არასდროს ჰყოლიათ და არც არავინ იცის რატომ, თუმცა წყვილი საკუთარი შვილივით ზრდიდა დოლის ნათლულს მაილი საირუსს და მათ წლების განმავლობაში რამდენიმე შინაური ცხოველიც ჰყავდა.

"ახლა უკვე დიდი ვარ და ვიაზრებ, რომ ჩემი შვილები არ მყავს, ამიტომ ყველა ბავშვი ჩემია, შემიძლია მათ მივცე ძალა გახდნენ თავდაჯერებულები" - აღნიშნა დოლიმ ჟურნალ "ფიფოლთან" საუბრისას.

2020 წელს წყვილს ქორწინების 54 წელი შეუსრულდა, დოლიმ კი ხუმრობით ჟურნალისტებს უთხრა რომ დინი მისი დაავადებაა, რომელსაც ის არასდროს მოიშორებს.

"54 წელია ერთად ვართ, მე მისით ვარ ავად. ნამცხვრებს ვუცხობ, კერძებს ვუმზადებ და მას ეს ყველაფერი მოსწონს. ჩვენ ერთად სადილი და დროის ერთად გატარება გვიყვარს, ესაა ქორწინება" - ამბობს დოლი პარტონი.წყარო

(სპეციალურად საიტისთვის)

საქართველო
10 აპრილი 2021 13:07
იშვიათი სიყვარულის ულამაზესი, თითქმის დაუჯერებელი ისტორია.
naka
05 აპრილი 2021 15:20
ლამაზი ისტორიაა

რუბრიკის სხვა სიახლეები