სოფო ნიჟარაძე საბავშვო ეტლით - მომღერლის პირველი ფოტო შვილთან ერთად - კვირის პალიტრა

სოფო ნიჟარაძე საბავშვო ეტლით - მომღერლის პირველი ფოტო შვილთან ერთად

2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძემ ამერიკაში იმშობიარა. მომღერლას გოგონა ელის-მარია შეეძინა. მას შემდეგ სოფო საქართველოში აღარ ჩამოსულა და შვილს დედასთან ერთად შტატებში ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის ორსულობისა და მშობიარობის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, საბოლოოდ ყველაფერი ჭორი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამაზე მომღერალი თავადაც ხშირად ხუმრობდა.

ელის-მარიას დაბადება თავიდან საზოგადოებას ჭორი ეგონა, თუმცა ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სოფო ნიჟარაძემ შვილის შეძენა არ უარყო. თუმცა მომღერალს ამ თემაზე ღიად არცერთ სატელევიზიო ეთერში არ უსაუბრია.

პირველად ერთგვარი "აღიარება" 3 მარტს გააკეთა, როდესაც დედას დედების დღე მიულოცა და დაწერა: "Happy Mother's day , ჩემთვის პირველი დედის დღეა ამ ამპლუაში და ვისურვებდი მეც ისეთივე დედა ვიყო, როგორიც შენ ხარ დე, მიყვარხარ..." - წერდა მაშინ სოფო.

ამჯერად მომღერალმა "ინსტაგრამის" "სთორიში" საბავშვო ეტლით გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ მომღერალი შვილს ასეირნებს.