ტყუპი ვაჟის დედას კიდევ სამი ტყუპი შეეძინა
ტყუპი ვაჟის დედას კიდევ სამი ტყუპი შეეძინა
გაგუას კლინიკაში სამი ტყუპი ვაჟი დაიბადა. მარიამ კერესელიძისთვის ეს მეორე ორსულობა იყო, თუმცა ის ხუთი ვაჟის დედაა. მარიამმა პირველად 2017 წელს იმშობიარა. გაგუას კლინიკაში მაშინ 2 ბიჭი დაიბადა და ბედნიერმა დედამ მალევე დატოვა სამშობიარო. 4 წლის შემდეგ კი მარიამი კვლავ დაბრუნდა კლინიკაში, ამჯერად სამი ბიჭით.

გაგუას კლინიკაში აღნიშნავენ, რომ მარიამის შემთხვევა უნიკალურია, რადგან პირველი ორსულობაც ტყუპი ნაყოფით იყო. ამჯერად დაბადებისას ახალშობილები მცირე წონის იყვნენ, ამიტომ მათ სამშობიაროში 3 კვირა გაატარეს.
როგორც კი პატარებმა გაწერის კრიტერიუმები დააკმაყოფილეს, მაშინვე ბინაზე გაუშვეს.

ხუთი ვაჟის დედობა, თან ასე მოკლე ხანში, ძალიან ემოციურია დედისთვის, მარიამ კერესელიძისთვის.

"პირველად გაგუას კლინიკაში მოსვლისას ორ ტყუპზე ვიყავი ორსულად. ახლა კი სამი ტყუპით წამოვედი. ეს უდიდესი ბედნიერება და სიხარულია ჩემთვის და მთელი ჩვენი ოჯახისთვის. ამ
პატარა ტყუპების საშუალებით ცნობილები და პოპულარულებიც კი გავხდით," – აღნიშნავს მარიამ კერესელიძე.

დავით გაგუა და მთელი კლინიკა ულოცავს ოჯახს ასეთ ბედნიერებას. მათი განმარტებით, რამდენიმე ნაყოფიანი ორსულობა ხშირი არაა, თუმცა კლინიკას მსგავსი შემთხვევების მართვის კარგი გამოცდილება აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

თინა
06 აპრილი 2021 11:18
გაიზარდეთ! გამრავლდით - უთვალავნი გახდით
ალექს
05 აპრილი 2021 13:14
კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი ! დიდება ასეთ დედას , მამასაც ! და ფული !

რუბრიკის სხვა სიახლეები