55 წლის ვალერი მელაძე და 41 წლის ალბინა ჯანაბაევა მალე მესამე საერთო შვილის მშობლები გახდებიან - კვირის პალიტრა

55 წლის ვალერი მელაძე და 41 წლის ალბინა ჯანაბაევა მალე მესამე საერთო შვილის მშობლები გახდებიან

სულ მალე, 41 წლის ალბინა ჯანაბაევა და 55 წლის ვალერი მელაძე მესამე საერთო შვილის მშობლები გახდებიან. მელაძისთვის ეს მეექვსე შვილი იქნება.

წყვილის უფროსი ვაჟი კონსტანტინე 17 წლისაა, უმცროსი ლუკა - 6-ის. ალბინა ჯანაბაევამ ისაუბრა, თუ როგორ ემზადება დედობისთვის და როგორი რეაქცია ჰქონდათ მის შვილებს დედის ორსულობაზე.

- ლუკა ახლა იმ ასაკშია, როცა ბავშვები დედმამიშვილზე ოცნებობენ, ამიტომ ძალიან გაუხარდა. კოსტია კი უკვე დიდია და კარგად ესმის პასუხისმგებლობა, ცვლილებები, რაც ბავშვის დაბადებას მოჰყვება. ამიტომ ძალიან მსიამოვნებს, როგორი ყურადღებით და სინაზით მეპყრობა. გააგრძელეთ კითხვა