"მალე გამოვჩნდები, ჯერ ჩემს ვაჟთან გატარებული ყოველი დღით ვტკბები - ეს დაუჯერებელი ბედნიერებაა" - კვირის პალიტრა

"მალე გამოვჩნდები, ჯერ ჩემს ვაჟთან გატარებული ყოველი დღით ვტკბები - ეს დაუჯერებელი ბედნიერებაა"

მას მერე, რაც დედა გახდა, სოფო შევარდნაძემ პირველი ვრცელი პოსტი მიუძღვნა ამ ახალ მდგომარეობას და უზარმაზარ ცვლილებებს მის ცხოვრებაში:

"აბა, რა ვთქვა, როგორც იტყვიან, ახალი ცხოვრება, ახალი ინტერესები...

ჯერ კიდევ ორსულობის დროს გავაცნობიერე, რომ ცვლილებები არა მხოლოდ ჩემს შინგან მდგომარეობას შეეხებოდა, არამედ ჩემს პროფესიულ საქმიანობასაც.

ჩემი ახალი როლი გადაცემის "მარტივად რთულზე" ახალ გამოშვებებშიც ჰპოვებს ასახვას. დიახ, თქვენი საყვარელი თემების გარდა, ახალი სეზონი მიეძღვნება დედობასაც.

შეიძლება დედობისთვის მომზადება თუ ეს თავისთავად თუ ბუნებრივად მოდის? რა შიშები და მღელვარება მოგვიცავს, როდესაც პირველად ვხდებით დედები? საერთოდ, რას ნიშნავს იყო კარგი დედა? როგორ შეიძლება შეათავსო სამუშაო და შვილის აღზრდა? - ამ შეკითხვებს ვუსვამ საკუთარ თავს ყოველდღე და მალე მათ განვიხილავ თქვენთან ერთად და ასევე ამ სფეროს საუკეთესო ექსპერტებთან.

მალე გამოვჩნდები და გაგიზიარებთ ჩემს აზრებს და გრძნობებს.

ჯერ ჩემს ვაჟთან გატარებული ყოველი დღით ვტკბები. ეს დაუჯერებელი ბედნიერებაა".

mshoblebi.ge