"პა-სეანსი" 29 წლის - რა ფოტოს აქვეყნებს მამუკა ღლონტი
"პა-სეანსი" 29 წლის - რა ფოტოს აქვეყნებს მამუკა ღლონტი
1990-იანი წლების "ნათელ წერტილს", იუმორისტულ გადაცემას - "პა-სეანსი", 29 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც მაშინდელი შემოქმედებითი ჯგუფია ასახული.

"პა სეანსი" - ქართული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემა 1990-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. გადაცემის სატირული სკეტჩები აღწერდნენ იმ დროინდელი საქართველოს სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ პრობლემებს, ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიც არის კორუფცია, "ძველბიჭობა" და კრიმინალი, მაშინდელი პოლიტიკური პარტიების არაეფექტურობა, ეგზალტირებული პატრიოტიზმი, უცხოპლანეტელებით აღფრთოვანება, მდარე ხარისხის პოპულარული მუსიკა და
სხვა.

გადაცემა რამდენიმე წლის განმავლობაში გადიოდა სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხზე. მისი ავტორები და მონაწილეები იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (მაშინდელი პოლიტექნიკური უნივერსიტეტის) თეატრის მსახიობები და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრები.

გადაცემის ძირითადი ნაწილი მიჰყავდათ მსახიობებს - ლევან ლელაშვილს ("კიჭა"), ირაკლი ფრანგიშვილს, ალეკო თეთრაშვილს ("მათე მელიავა") და
ცუცა კაპანაძეს, რომელიც, მოგეხსენებათ, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს.


მოქალაქე
16 აპრილი 2021 10:20
მაგარი დრო იყო და ძალიან კარგები იყვნენ გული მწყდება რომ აღარ საქმიანობენ.
ტოტო
16 აპრილი 2021 10:10
უნიჭირიესები.
დათო
15 აპრილი 2021 12:01
მაგარი ხალხი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები