"რა ახ­ლოს ვი­ყა­ვი გა­მარ­ჯვე­ბას­თან... ამის მერე ავიც­რუე გული..."
"რა ახ­ლოს ვი­ყა­ვი გა­მარ­ჯვე­ბას­თან... ამის მერე ავიც­რუე გული..."
"ის ვინც ერთ სულს გა­და­არ­ჩენს, გა­და­არ­ჩენს მთელს მსოფ­ლი­ოს.." - ამ ფრა­ზის გა­გო­ნე­ბი­სას, ყვე­ლა კი­ნო­მოყ­ვა­რულს 1993 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი სა­კულ­ტო ფილ­მი - "შინდლე­რის სია" ახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც სხვა მრა­ვალ ჯილ­დოს­თან ერ­თად 12 ნო­მი­ნა­ცი­ი­დან, 7 "ოს­კა­რის" მფლო­ბე­ლია.

სტი­ვენს სპილ­ბერ­გის ეპი­კუ­რი დრა­მის ქას­თინგზე ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც მსა­ხი­ობ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერდა, ის ჰე­ლენ ჰირ­შის - ნა­ცის­ტი გე­ნერ­ლის პო­ლო­ნე­ლი მო­სამ­სა­ხუ­რის როლ­ზე გა­დი­ო­და სინჯს, რის­თვი­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი ფო­ტო­სე­სი­აც მო­ე­წყო. ფა­რუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნულ ფო­ტო­საც პოსტიც დაურთო.

სა­ბო­ლო­ოდ,
როლ­ზე სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი ემ­ბეტ დე­ვიდსი და­ამ­ტკი­ცეს, ია ფა­რუ­ლა­ვა კი იმი­ტომ არ აირ­ჩი­ეს, რომ პერ­სო­ნა­ჟის­თვის ზედ­მე­ტად ლა­მა­ზი იყო...

რო­გორც ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი წერდა, ის პი­რა­დად ფილ­მის რე­ჟი­სორ­მა, გე­ნი­ა­ლურ­მა სტი­ვენ სპილ­ბერ­გმა და­ი­წუ­ნა და ფა­რუ­ლა­ვა იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ ამ იმედ­გაც­რუ­ე­ბის შემ­დეგ აიც­რუა გული ჰო­ლი­ვუდ­ზე. "რა ახ­ლოს ვი­ყა­ვი
გა­მარ­ჯვე­ბას­თან... ამის მერე ავიც­რუე გული ჰო­ლი­ვუდ­ზე" - წერს მსა­ხი­ო­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, ია ფა­რუ­ლა­ვა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი მსა­ხი­ო­ბია, რო­მე­ლიც 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ის რამ­დე­ნი­მე სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში, მუ­სი­კა­ლურ კლიპ­სა და და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან ფილმში გა­და­ი­ღეს.

"ცოტა არ იყოს ჰო­ლი­ვუდ­მა დამ­ჩაგ­რა, იმი­ტომ რომ ძა­ლი­ან ეთ­ნი­კუ­რი შე­სა­ხე­და­ო­ბის ვი­ყა­ვი - მქონ­და ხუ­ჭუ­ჭა თმე­ბი, სქე­ლი წარ­ბე­ბი, აქ­ცენ­ტი.. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რომ ფილ­მის­თვის სინ­ჯზე მივ­სულ­ვარ და ჩემ­თან ერ­თად სინ­ჯე­ბი გა­უვ­ლი­ათ სელ­მა ჰა­ი­ეკს და ჯე­ნი­ფერ ლო­პესს, მა­შინ არ იყ­ვნენ ასე­თი ცნო­ბი­ლე­ბი, იწყებ­დნენ, მაგ­რამ ლა­თი­ნოს რო­ლებ­ზე ვერ გა­ვუ­წევ­დი კონ­კუ­რენ­ცი­ას ვე­რა­ნა­ი­რად..." - იხ­სე­ნებს მსა­ხი­ო­ბი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჰო­ლი­ვუდ­ში სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ია ფა­რუ­ლა­ვამ წიგნ­ში - "თა­მა­ში თა­მა­შის გა­რე­შე" და­წე­რა:

ფეფე
20 აპრილი 2021 07:35
სწორად აღნიშნე, სელმა ჰაიეკი, უნიჭიერესი მსახიობი, შენნაირი გარეგნობის, უკვე ყავდათ. აქცენტზე უნდა გემუშავა ბევრი, ჰოლივუდში კონკურენცია დიდია, მაგრამ ეთნიკური შესახედაობის და აქცენტის გამო პენელოპა კრუზი არასოდეს დაუწუნებიათ იაკო, პირიქით, დასამახსოვრებელი სახე შექმნა ჰოლივუდში, საოცნებო როლები აქვს შესრულებული ალმადოვარის მუზას. სხვა რაღაცაა საჭირო იქ რომ მოხვდე, ბევრი ქერა ცისფერთვალება მართლა არ ჭირდება ჰოლივუდს, ზუსტად ეგ განსხვავებული სილამაზე ჭირდებათ რაც შენ გაქვს, მაგრამ სხვა რაღაცეებიც არის საჭირო, ალბათ რაც შენ არ გაქვს ან არ იცი. შენ გარეგნობას სხვა უკეთესად გამოიყენებდა. წარმატებები ფარულ კონვერტში.
nino
18 აპრილი 2021 02:02
daxvecili da saintereso kalbatoni.
ალეკო
16 აპრილი 2021 18:45
ულამაზესი ქალია,არქაული, კავკასიური სილამაზე აქვს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები