"რა ახ­ლოს ვი­ყა­ვი გა­მარ­ჯვე­ბას­თან... ამის მერე ავიც­რუე გული..." - კვირის პალიტრა

"რა ახ­ლოს ვი­ყა­ვი გა­მარ­ჯვე­ბას­თან... ამის მერე ავიც­რუე გული..."

"ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მთელს მსოფლიოს.." - ამ ფრაზის გაგონებისას, ყველა კინომოყვარულს 1993 წელს გადაღებული საკულტო ფილმი - "შინდლერის სია" ახსენდება, რომელიც სხვა მრავალ ჯილდოსთან ერთად 12 ნომინაციიდან, 7 "ოსკარის" მფლობელია.

სტივენს სპილბერგის ეპიკური დრამის ქასთინგზე ქართველი მსახიობი ია ფარულავა იმყოფებოდა. როგორც მსახიობმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერდა, ის ჰელენ ჰირშის - ნაცისტი გენერლის პოლონელი მოსამსახურის როლზე გადიოდა სინჯს, რისთვისაც სპეციალური ფოტოსესიაც მოეწყო. ფარულავამ აღნიშნულ ფოტოსაც პოსტიც დაურთო.

საბოლოოდ, როლზე სამხრეთ აფრიკელი მსახიობი ემბეტ დევიდსი დაამტკიცეს, ია ფარულავა კი იმიტომ არ აირჩიეს, რომ პერსონაჟისთვის ზედმეტად ლამაზი იყო...

როგორც ქართველი მსახიობი წერდა, ის პირადად ფილმის რეჟისორმა, გენიალურმა სტივენ სპილბერგმა დაიწუნა და ფარულავა იმასაც აღნიშნავს, რომ სწორედ ამ იმედგაცრუების შემდეგ აიცრუა გული ჰოლივუდზე. "რა ახლოს ვიყავი გამარჯვებასთან... ამის მერე ავიცრუე გული ჰოლივუდზე" - წერს მსახიობი.

შეგახსენებთ, ია ფარულავა ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი მსახიობია, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. ის რამდენიმე სარეკლამო რგოლში, მუსიკალურ კლიპსა და დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაიღეს.

"ცოტა არ იყოს ჰოლივუდმა დამჩაგრა, იმიტომ რომ ძალიან ეთნიკური შესახედაობის ვიყავი - მქონდა ხუჭუჭა თმები, სქელი წარბები, აქცენტი.. ყოფილა შემთხვევები, რომ ფილმისთვის სინჯზე მივსულვარ და ჩემთან ერთად სინჯები გაუვლიათ სელმა ჰაიეკს და ჯენიფერ ლოპესს, მაშინ არ იყვნენ ასეთი ცნობილები, იწყებდნენ, მაგრამ ლათინოს როლებზე ვერ გავუწევდი კონკურენციას ვერანაირად..." - იხსენებს მსახიობი.

მოგვიანებით, ჰოლივუდში საკუთარ გამოცდილებაზე ია ფარულავამ წიგნში - "თამაში თამაშის გარეშე" დაწერა: გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები