ბექჰემები შერცხვნენ - კვირის პალიტრა

ბექჰემები შერცხვნენ

სამეფო ქორწილში მისული ცოლ-ქმარი "ორმაგად" შეარცხვინეს. კრიტიკოსებმა ვიქტორიას სამოსის მუქი ფერი დაუწუნეს, რომელიც, საერთო აზრით, მსგავს სასიხარულო მოვლენას არ შეეფერებოდა. დევიდი კი "მიწაში ჩადეს" - რაინდის ორდენი ფეხბურთელმა მკერდის მარჯვენა ნაწილზე მიიმაგრა, არადა, მას მარცხენა მხარეს იკეთებენო. სააბატოში მან შენიშვნა მიიღო და შეცდომა გამოასწორა. თუმცა, მუქი სამოსისთვის, მეუღლის დარად, კრიტიკა დევიდმაც დაიმსახურა.