"ვალერი მელაძეს ვაჟი სურდა, რათა გოგონებისა და ბიჭების რაოდენობა დაებალანსებინა"
"ვალერი მელაძეს ვაჟი სურდა, რათა გოგონებისა და ბიჭების რაოდენობა დაებალანსებინა"
ალბინა ჯანაბაევა და ვალერი მელაძე ცოტახნის წინ კიდევ ერთხელ გახდნენ მშობლები. ისინი გოგონას სახელს ჯერ საიდუმლოდ ინახავენ.

თაყვანისმცემლება არ იცოდნენ, ვარსკვლავური წყვილი ბიჭს ელოდებოდა თუ გოგოს. ვალერი მელაძეს ვაჟი სურდა, რათა გოგონებისა და ბიჭების რაოდენობა დაებალანსებინა. ალბინას გოგონა შეეძინა და ძალიან ბედნიერია, რადგან პირველად გახდა გოგოს დედა. ქალი 42 წლისაა და საკუთარ ბედნიერებას სხვებსაც უზიარებს. თუმცა, შვილის სახის გამოქვეყნებაზე თავს იკავებს და ჯერ პატარა ხელზე უღებს ფოტოებს.

"ბედნიერებაა... დიდი მადლობა,
ჩემო ძვირფასებო, მოლოცვისა და კეთილი სურვილებისათვის. თითოეულმა სიტყვამ ძალიან გამათბო.

დაე, ყველა კეთილი სურვილი უკან დაგიბრუნდეთ." - დაწერა ალბინამ.

ახალშობილის ხელის გარდა, მან ვარდისფერი ბუშტები გამოაქვეყნა, რომელთაც სადღესასწაულო ფრაზები აწერია. მის გამომწერებსა
და სხვა ცნობილ ადამიანებს ფოტო არ გამოჰპარვიათ და უამრავი მილოცვა მიიღო. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები