"ჭეშმარიტი" ოლიმპიური თამაშები - კვირის პალიტრა

"ჭეშმარიტი" ოლიმპიური თამაშები

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენის მახლობლად, ეროვნულ პარკ "ნუზაში", მაისის დასაწყისში ჩატარდა "შიშველი ოლიმპიური თამაშები", რომელშიც 500-მდე ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა.

პროგრამაში მარათონული გარბენის, პლაჟზე კროსისა და ბაგირის გადაწევის გარდა შედიოდა "კვერცხების სროლა", კონკურსები მამაკაცებისა და ქალებისთვის... ორგანიზატორთა თქმით, "შიშველი ოლიმპიადის" იდეა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წინ ევროპაში დაიბადა და 1939 წელს შვეიცარიაში ჩატარდა კიდეც, რომელიც ევროპული ნუდიზმის ცენტრად ითვლებოდა.

ამჟამად კი ოლიმპიადები ავსტრალიაში ტარდება. ნუდიზმის იდეოლოგები ირწმუნებიან, რომ ძველბერძნული ოლიმპიური თამაშების ტრადიციებს სწორედ "შიშველი ოლიმპიური თამაშები" აგრძელებს.