"ქოთნების ველი" - კვირის პალიტრა

"ქოთნების ველი"

ლაოსში ერთი უცნაური არქეოლოგიური ძეგლია, "ქოთნების ველი". მისი დანიშნულება მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ. ვრცელ მინდორზე ქვის დიდი "ქოთნებია" მიმოფანტული, რომელთა ასაკიც, სავარაუდოდ, 1500-დან 2000 წელია. თითოეული "ქოთნის" სიმაღლე 0.5-დან 3 მეტრამდეა, წონა კი 5-6 ტონა. სულ მინდორზე 1000-ზე მეტი "ქოთანია", რის გამოც "ქოთნების ველი" არა მარტო მრავალრიცხოვანი ტურისტის ყურადღების ცენტრში, არამედ გინესის წიგნშიც მოხვდა.