"ნეტავ სხვა დედებიც სულ იმაზე ფიქრობენ, სწორად თუ ზრდიან ბავშვს... სად არის ზღვარი?"
"ნეტავ სხვა დედებიც სულ იმაზე ფიქრობენ, სწორად თუ ზრდიან ბავშვს... სად არის ზღვარი?"
დღეს ქართველ ცნობილ სახეებს შორის ბევრ ახალგაზრდა დედას შეხვდებით, რომლებიც სოციალურ ქსელებსა და ტელეეკრანებზე აქტიურად ჩნდებიან და თავიანთ პირად ცხოვრებაზეც ხშირად საუბრობენ. რთულია იყო დედა, თუმცა უფრო რთულია ტელეეკრანებზე ჩანდე, ფორმას ინარჩუნებდე და ამავდროულად დედობისთვის დრო მუდამ გქონდეს. ქართველი ცნობილი ქალბატონები ოჯახზე, კარიერასა და პირად თემებზე საჯაროდ საუბარს არ ერიდებიან და იმ სირთულეებს განიხილავენ, რომელიც ახალგაზრდა დედობას თან ახლავს.

ახალგაზრდა დედებს შორის სოციალურ ქსელებში პოპულარული მოდელი ნუკი კოშკელიშვილია, რომელიც
პატარა ოლივერის დედაა და მეუღლესთან, ბენთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მოდელმა სიყვარულის გამო თავისი ქართული ცხოვრება ამერიკაში "გადაიტანა" და წლის უმეტეს პერიოდს ნიუ-იორკში ატარებს. ნუკი გულახდილი ინტერვიუებით გამოირჩევა, ის სოციალურ ქსელში წონის პრობლემებზე, ორსულობის შემდგომ პერიოდსა და კომპლექსებზე ხშირად წელს. ოლივერის დაბადების შემდეგ, ახალგაზრდა მოდელმა რამდენიმე
ვრცელი პოსტი სხეულის შეცვლილ ფორმებსა და ბუნებრივ კვებასაც მიუძღვნა.

"გუშინ კბილი დამეშალა და დღეს ექიმმა მითხრა ეს იმიტომ, რომ ბავშვს აჭმევ, მას სჭირდებოდა ეტყობა ამ ბოლო დროს ბევრი კალცი და შენ მოგაკლდაო. აი ხომ დავზარალდი, მაგრამ მაინც არ ვნანობ არც ერთი წუთით, რომ ჯერ კიდევ ვაჭმევ და ვაპირებ ასე 1 წლამდე გავაგრძელო. დაფიქრდით, ხალხი მილიონებს იხდის, რომ დიზაინერმა მხოლოდ მათთვის განკუთვნილი კაბა შეკერონ და ბუნება აბსოლუტურად უფასოდ ასაჩუქრებს თქვენს პატარას მხოლოდ მისთვის შექმნილი ოქროს სითხით. მოკლედ, არ დაიზაროთ რა ქალბატონებო, ამაზე კარგს ვერაფერს იზამთ. ცოტა გავიჭირვოთ, სამაგიეროდ იმუნიტეტი, ჯანმრთელობა და ბოლოს და ბოლოს ეკონომიაც გამოგვივა...

ნეტავ სხვა დედებიც სულ იმაზე ფიქრობენ თუ სწორად ზრდიან ბავშვს. როგორც კი დავინახავ წარმატებულ, თავაზიან მამაკაცს მინდა დედამის დაველაპარაკო ვკითხო როგორ აღზარდა ასეთი. როგორც კი ვიგებ ვიღაც ბიჭი არასწორ გზაზე დგას მეფიქრება ნეტავ სად დაუშვეს შეცდომა მშობლებმა. არადა ხშირად ხომ გაგიგიად ორი ბავშვი ოჯახში ერთნაირად იზრდებოდა ერთი გაიზარდა კეთილი და კარგი და მეორე პირიქით. აი ალბათ ბავშვის ბუნებაზეც ხომ არის თუ მხოლოდ აღზრდაზე? მკაცრი უნდა იყო თუ პირიქით მეგობრული? სად არის ზღვარი? როდესაც ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვრთგუნავ ჩემ თავს მახსენდება რომ ბუნებაზეც არის. ის ისტორია თუ გაგიგიათ..? ორი ტყუპი ძმა გაიზარდა და ერთხელაც კითხეს ერთს"რატომ არ სვავ ალკოჰოლს ? და უპასუხა, მამაჩემი ლოთი იყო მთელი ბავშობა მაგას ვუყურებდიო." მერე მეორეს კითხეს" შენ რატომ ხარ ლოთი? და მეორემ უპასუხა, მამაჩემი ლოთი იყო და მთელი ბავშობა მას ვუყურებდიო". რას გაიგებ რა ჯობია... მგონი, უბრალოდ უნდა გიყვარდეს და ამას უნდა აგრძნობინებდე ბავშვს. სიყვარულზე ძლიერი სიკეთე არ არსებობს! - წერს კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში.

ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი მეორე შვილის მოლოდინშია. რუსკას მეუღლე მორაგბე სანდრო ნიჟარაძეა. სანდრო და რუსკა ბიჭის, ილიას მშობლები არიან და მალე, მათ ოჯახს ახალი წევრი შეემატება. რუსკამ შვილის გაჩენის შემდეგ კარიერაზე უარი არ თქვა და მშობიარობიდან ერთ კვირაში სამსახურს დაუბრუნდა. რუსკა აქტიური, ყურადღებიანი და ენერგიით სავსე დედაა.

ყოფილი მოდელი და ამჟამად ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ორი შვილის დედაა, რომელიც უკვე წლებია ტელეეკრანებზე ჩანს. გვანცა სამსახურის შემდეგ, დღის დარჩენილ დროს შვილებთან ატარებს. სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს შვილების ფოტოებსა და ვიდეოებს.

"ჭორები საიდან მოდის? ლაპარაკობენ მასზე, ვისაც ბევრი სასიყვარულო ურთიერთობა აქვს ან თვითონ არის ცოტათი პროვოკაციული, გამორჩეულად "ხმამაღალი" იმიჯი აქვს. საერთოდ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანები როგორ აღგიქვამენ. მსიამოვნებს, როცა ვიღაცას არ უნდება, ჩემს სიტყვას ან საქციელს სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს. ასეთი ვარ: მირჩევნია, წყნარად ვიყო, ვიდრე პროვოკაციული კარიერა და ცხოვრება მქონდეს." - ამბობს გვანცა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მსახიობი ანი ბებია წელს პატარა ბიჭის, ჯერის დედა გახდა და თავის დროს მთლიანად შვილის აღზრდას უთმობს. ანი, მსახიობ ილო ბეროშვილის მეუღლეა, ილოს წინა ქორწინებიდან ორი შვილი ყავს.

მანიკა ასათიანი ადრეულ ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე კალათბურთელი, ბექა წივწივაძეა. ბექასა და მანიკას ერთი შვილი ჰყავთ, გიო ძალიან ჰგავს დედას. მოდელი პატარა ასაკში გათხოვების გამო უარყოფით კომენტარებს ხშირად იღებდა, თუმცა მანიკამ სწორი ნაბიჯი გადადგა და უკვე წლებია ქორწინებაშია. ის "ინსტაგრამზე" ხშირად დებს ვაჟიშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს.

"ხშირად 20-25 წლის გოგონები ამბობენ, რომ გათხოვება ჯერ ადრეა, თუმცა, ჩემი აზრით, გათხოვებას ასაკი ხელს არ უშლის. როდესაც მიიჩნევ, რომ ის ერთადერთი იპოვნე, მაშინ დგამ ამ ნაბიჯს. მე რომ სიყვარული 15 წლის ასაკში მეპოვნა, მაშინ დავოჯახდებოდი. 17 წლისამ ვიპოვე და გავთხოვდი კიდეც" - ამბობს მანიკა ასათიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ახლა უკვე ყველა კარგად იცნობს ნანუკა გუდავაძეს და სოციალურ ქსელებში მის პოსტებს ბევრი ადამიანი ადევნებს თვალეს. ბერა ივანიშვილის მეუღლემ, რომელიც გათხოვებამდე სამოდელო კარიერით იყო დაინტერესებული, ოჯახის შქმნის შემდეგ, მთელ დროს მეუღლესა და პატარა ბერუკას უთმობს. ბერუკა ქართულ საზოგადოებაში მშობლებზე არანაკლებ პოპულარულია.

"მის საქართველო 2011" რამდენიმე წლის წინ გათხოვდა, ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძის ცოლია. ჯანეტსა და ნოეს ანა სულაბერიძე ჰყავთ. ანა სოციალურ ქსელში ასობით კომენტარსა და თბილ კომპლიმენტს იღებს. სოციალურ ქსელში ახალბედა დედიკო ხშირად აქვეყნებს ულამაზესი ქალიშვილის ფოტოებსა და ვიდეოებს.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია რამდენიმე თვის წინ ბიზნესმენ ლევ დენგოვზე გათხოვდა. ქეთას და დენგოვს უკვე პატარა ბიჭი ადამი ეყოლათ. ქეთას წინა ქორწინებიდან ქალიშვილი, ოლივია ჰყავს რომელიც დედაზე არანაკლებ პოპულარულია სოციალურ ქსელში.

ახალგაზრდა დედაა, მომერალი ნინი ბადურაშვილიც. მას და ირაკლი კუტალაძეს ერთი საერთო შვილი, ელენე ჰყავთ. ნინი და ირაკლი წლებია დაშორებულები არიან. როგორც სოციალური ქსელიდან ჩანს, ნინი ელენეზე გამორჩეულად ზრუნავს და ბავშვობიდან სხვადახვა აქტივობით არის დაკავებული. გოგონა კარგად მღერის და ტანვარჯიშითაც არის გატაცებული.

თბილისის მერ კახა კალაძეს დიდი ოჯახი ჰყავს. დიზაინერი ანუკი არეშიძე და კახი უკვე წლებია დაწორწინებულები არიან, ისინი 4 შვილს ზრდიან. ანუკი პატარა ასაკში გათხოვდა, ახალგაზრდა დედა 4 ბიჭის გაზრდას შესანიშნავად ართმევს თავს. ანუკისა და კახის უმცროსი ბიჭი, ნიკოლა სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები