"ვაი კუდისაგან" - კვირის პალიტრა

"ვაი კუდისაგან"

მოდის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება ნიუ-იორკის "მეტროპოლიტენ მუზეუმის" გრანდიოზული კოსტიუმის ინსტიტუტის მეჯლისია, რომელიც   მიეძღვნა შარშან გარდაცვლილი ცნობილი დიზაინერის ალექსანდერ მაკქუინის (Aexander McQueen) ხსოვნას.

მონაწილეების უმეტესობაც დიზაინერის საზეიმო შლეიფიან კაბებში იყო გამოწყობილი. თუმცა, ამ გრძელი "კუდების" გამოისობით ზეიმს კურიოზების გარეშე არ ჩაუვლია.

თუ ბეიონსეს თავის "სირინოზის კაბაში" მხოლოდ მოკლე-მოკლე ნაბიჯებით სიარული შეეძლო, ისიც ორი ასისტენტის დახმარებით, რიანა მთელ სიგრძეზე ჩახსნილმა კაბამ შავ დღეში ჩააგდო - მაღალ ქუსლებზე მდგარი სუპერვარსკვლავი რომ არ წაქცეულიყო, იძულებული გახდა, ურჩი "კუდი" წამდაუწუმ ხელით გაესწორებინა...