ლივ ტაილერის "ანტიდეპრესანტი" - კვირის პალიტრა

ლივ ტაილერის "ანტიდეპრესანტი"

ცოტა ხნის წინ სუპერვარსკვლავი ლივ ტაილერი მეუღლეს - როკერ როისტონ ლენგდონს გაეყარა, მათი 6 წლის ვაჟი მაილო კი დედასთან დარჩა. ამის მიუხედავად, 33 წლის მზეთუნახავი დეპრესიამ შეიპყრო და თავს ყურადღებას სრულიად აღარ აქცევდა, რის გამოც გვარიანად გასუქდა...

არავინ იცის, რა მოხდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მალე ტაილერს მისი ერთგული თაყვანისმცემელი - 24 წლის ფოტოგრაფი თეო ვენერი შეუყვარდა და სუპერვარსკვლავის დეპრესიაც უკან დარჩა - ლივმა დიეტა და ენერგიული ვარჯიშიც დაიწყო. იმდენს ეცადა, რომ ამჟამად შესანიშნავ ფორმაშია და ავ თვალს არ ენახვება. ბედნიერი წყვილი თეოს კოლეგა პაპარაცების ობიექტივში, რასაკვირველია, მუდმივად ხვდება.