პერისის მორიგი "თავგადასავალი" - კვირის პალიტრა

პერისის მორიგი "თავგადასავალი"

პერის ჰილტონს, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია, თავგადასავლები და მანიაკი "თაყვანისმცემლები" არ აკლია.

ახლაც, როდესაც პერისი თავის შეყვარებულთან, საი უიტსთან ერთად პირადი მცველებისა და ჟურნალისტების მთელი ამალის თანხლებით ქუჩაში გამოჩნდა, ჰილტონთან ჩახუტებულ  მიჯნურს მოულოდნელად ვინმე ჯეიმს რეინფორდი დაესხა თავს. დაცვამ იმარჯვა, ჯეიმსი უმალვე გააკავა და პოლიციას გადასცა.

პერისის თქმით, მან მოძალადე ამოიცნო - იგი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ფეხდაფეხ დაჰყვებოდა. მანიაკმა კონკურენტის გამოჩენა ვერ აიტანა და სასამართლოზე განაცხადა, ღვთაებრივი პერისი თანახმაა ცოლად გამომყვესო...   მოსამართლეს მოძალადე "სასიძოს" ფსიქიატრიული ექსპერტიზა აღარ მოუთხოვია და უიღბლო მიჯნური ციხეში 8 თვით გამოკეტა.