"გვერდით ჩემი ცხოვრების სიყვარული მყავს, ის ჩემი მოტივაცია და სტიმულია"
"გვერდით ჩემი ცხოვრების სიყვარული მყავს, ის ჩემი მოტივაცია და სტიმულია"
ნიუ-იორკში, ბრუკლინისკენ სეინრობისას თუ სადმე ადამ სენდლერს შეხვდებით არ გაგიკვირდეთ. ამერიკელი, კომედიური ჟანრის მსახიობი, 55 წლის, ადამ სენდლერი ნიუ-იორკის მოსახლეობას, სპორტულ სამოსში გამოწყობილი შვილებთან ერთად სეირნობისას ხშირად შეუმჩნევიათ. უშუალო და მეგობრული ადამი ყველას ესალმება და ერთი შეხედვით ვერც შეატყობთ, რომ ეს უბრალო კაცი თანამედროვე კომედიური ჟანრის ლეგენდარული მსახიობია.

ადამ სენდლერს კარიერასა და პირად ცხოვრებაში ერთნაირად გაუმართლა, 22 წლის წინ გაიცნო ქალი, რომელიც სიგიჟემდე შეუყვარ
და და მასთან ერთად, მთელი სამსახიობო კარიერა და ცხოვრების ყველა სირთულე გადაიარა.

ადამი თავის მეუღლეს ჟაკ სენდლერს ფილმ "Big Daddy"-ის გადაღებების დროს შეხვდა. 1999 წელი იყო, ფილმში მთავარ როლს არც ერთი მათგანი ასრულებ
და, ჟაკი კაფე-ბარში მიმტანი იყო, ადამი კი უბრალოდ ერთ-ერთი გამვლევლი უნდა ყოფილიყო, რომელიც ბარში შესული ჟაკს ლუდს შეუკვეთავდა, სცენა შედგა და მეტიც, სიყვარულის ისტორიაც დაიწყო.

"22 წლის წინ, ამ დღეს ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ და ჩავიძირეთ, მოუთმენლად ველოდები მომდევნო 22 წელს, მიყვარხარ ჩემო გოგო" - ამ სიტყვებით მიულოცა ქორწინების 22 წლის იუბილე ადამმა ჟაკს.

ფილმის გამოსვლის დროს, 1999 წლის ივნისში ადამი და ჟაკი უკვე ერთმანეთს ხვდებოდნენ. ერთი წლის შემდეგ, ჟაკმა ურთერთობაში დიდი ნაბიჯი გადადგა და ადამის გამო იუდაიზმი მიიღო. ამ ამბიდან მალევე, წყვილი დაინიშნა, ადამმა და ჟაკმა საერთო სახლი იყიდეს. 2006 წლის 6 მაისს მსახიობებს პირველი შვილი სადი შეეძინათ, 2008 წელს მეორე შვილი სანიც შეემატა ოჯახს.

"ჩემი შვილები ყველაზე დიდ ენერგიას და პოზიტივს მაძლევენ. არასდროს გავდივარ გარეთ ათის ნახევრის შემდეგ, ამ დროს ოჯახი ვახშამს მივირთმევთ და დროს ერთად ვატარებთ. თუ ვინმე მთხოვს რომ გვიან შევხვდე, ყოველთვის უარს ვამბობ და შეხვედრას მეორე დღეს ვნიშნავ" - ამბობს ადამ სენდლერი.

ადამი სამაგალითო მამა და მეუღლეა. ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ რომანტიკულ კომედიებში მონაწილეობა, ასობით მომხიბვლელი ქალის გარემოცვაში ყოფნა ადამს გონებას აურევდა და ჟაკთან ურთიერთობას ვერ შეინარჩუნებდა, თუმცა სენდლერმა წლების გამოცდილებით დაამტკიცა, რომ სამსახური ეს მისი საყვარელი საქმიანობაა, ოჯახი კი სრულიად სხვა, უდიდესი ბედნიერებაა.

ერთხელ, ჟაკს ჰკითხეს, თუ რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც სენდლერს ფილმში სხვა ქალთან კოცნის სცენის დროს ხედავდა, ჟაკმა გაიღიმა და უთხრა, რომ ის მსახიობია და ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ როლი მოირგოს, საბედნიეროდ ანალოგიურად ფიქრობს ადამიც, ჟაკთან ერთად ბევრ ფილმში უთამაშია, მხოლოდ ჟაკის მონაწილეობითაც უნახავს, რომანტიკული კომედიები, თუმცა სამსახურებრივ მოვალეობასა და სამსახიობო ვალდებულებებზე პრობლემები არასდროს ჰქონიათ.

სენდლერები ჰოლივუდში კარგი ოჯახის სახელით სარგებლობენ, ადამი შესანიშნავი მამაა და ბრუკლინის ქუჩებში ბავშვებთან ერთად ხშირად სეირნობს.

"სედის მეგობრებთან ერთად ბევრჯერ ვყოფილვარ, თუ სადმე წაყვანა სჭირდებათ, მიმყავს ხოლმე, ერთხელ, მეგობარმა უთხრა რა მაგარია, მამაშენი ყველგან რომ გატარებსო, გამეცინა, მიყვარს ბავშვები ეს საქმე არასდროს მომბეზრდება" -ამბობს ადამი

ათობით ჯილდოს, პოპულარობისა და მილიონობით მოპოვებული დოლარის მიუხედავად, ადამი უშუალო, მეგობრულ და უბრალო ადამიანია, ჟაკს ყოველთვის ამხნევებს, გვერდით უდგას და თუ წითელ ხალიჩაზე მათ სურათებსა და ვიდეოებს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ წყვილის თვალებში სიყვარული არასდროს ჩაქრება.

"გვერდით ჩემი ცხოვრების სიყვარული მყავს, ის ჩემი მოტივაცია და სტიმულია" - აღნიშნა ადამმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

(სპეციალურად საიტისთვის)