"მე რომ ეს პე­რი­ო­დი, მოს­კოვ­ში, ჩემს ჩვე­ულ რიტ­მში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს არ მოხ­დე­ბო­და"
"მე რომ ეს პე­რი­ო­დი, მოს­კოვ­ში, ჩემს ჩვე­ულ რიტ­მში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს არ მოხ­დე­ბო­და"
სოფო შე­ვარ­დნა­ძე "პირ­ველ არხზე", გა­და­ცე­მა "ახალ დღე­ში" გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის რუბ­რი­კას სტუმ­რობ­და, თა­ვი­სი წიგ­ნის - "მო­მა­ვა­ლი უკვე დღე­საა" გან­სა­ხილ­ვე­ლად. ინ­ტერ­ვი­უ­დან ირ­კვე­ვა, რომ სოფო შე­ვარ­დნა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს. მან გა­იხ­სე­ნა პე­რი­ო­დი, რო­დე­საც პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში და წიგ­ნის წერა და­ი­წყო. ის ამ პე­რი­ოდს ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რად მი­იჩ­ნევს და არა მხო­ლოდ წიგნს, არა­მედ შვილ­საც პან­დე­მი­ის ნა­ყოფს უწო­დებს.

"როცა ჩა­მო­ვე­დი, წინა წლის მარ­ტის ბო­ლოს, არ მე­გო­ნა, თუ ამ­დენ ხანს დავ­რჩე­ბო­დი. ჩემი ჩე­მო­და­ნი იყო ძა­ლი­ან პა­ტა­რა და
მხო­ლოდ ზამ­თრის ტან­საც­მე­ლი მქონ­და, რად­გან მარ­ტში თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ცი­ო­და. ასე შე­მოვ­რჩი თბი­ლისს, მერე გად­მო­ვე­დი ჩემს მშობ­ლებ­თან და და­ვი­წყე წიგ­ნის წერა, იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის პირ­ვე­ლი პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო - მარ­ტო ყოფ­ნის დრო, რო­დე­საც ვერ გა­ექ­ცე­ვი შენს აზ­რებს, ფიქ­რებს, გინ­და თუ არა, სა­კუ­თარ თავს პი­რის­პირ
უნდა და­უჯ­დე და და­ე­ლა­პა­რა­კო. ამ გა­მორ­კვე­ვა­ში გაჩ­ნდა იმის სურ­ვი­ლი, რომ გას­ცე­მო­და პა­სუ­ხი კი­თხვას, - თუ რა ხდე­ბა ჩვენს თავს? ბევ­რი ვი­ფიქ­რე, ვის­თან მო­მინ­დე­ბო­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი - ეს ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც წიგნ­ში მე­სა­უბ­რე­ბა, რომ­ლებ­თა­ნაც ადრე ან ინ­ტერ­ვიუ მქონ­და აღე­ბუ­ლი, ან მი­სა­უბ­რია უბ­რა­ლოდ. არის უამ­რა­ვი სხვა ხალ­ხიც, ვის­თა­ნაც მო­მინ­დე­ბო­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ უფრო რე­ა­ლურ გზას მივ­მარ­თე. თან გა­მომ­ცემ­ლო­ბა­მაც მომ­მარ­თა იმ პე­რი­ოდ­ში, წიგ­ნი ინ­გლი­სუ­რად და რუ­სუ­ლად უკვე გა­მო­ი­ცა, ახლა "პა­ლიტ­რა ელ"-ი თარ­გმნის ქარ­თუ­ლად და გა­მოს­ცემს. წიგ­ნი იწე­რე­ბო­და იმ მო­მენ­ტში, როცა ტე­ლე­ვი­ზორს რომ ჩარ­თავ­დი, აპო­კა­ლიფ­სი ხდე­ბო­და... ეს წიგ­ნი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა, ბევრ იმ კი­თხვა­ზე გამ­ცა პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც მა­წუ­ხებ­და... რა­ტომ მოხ­და პან­დე­მია? - ეს მა­ინ­ტე­რე­სებ­და, არა მხო­ლოდ ლო­გი­კუ­რად, ასე­ვე მინ­დო­და, ეზო­თე­რი­კუ­ლად შე­მე­ხე­და ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. ხალ­ხთან ამ სა­უბ­რებ­მა გა­მი­ი­ო­ლა პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი...

ცოტა მე­რი­დე­ბა, რომ ვი­ძა­ხი, ჩემ­თვის ნა­ყო­ფი­ე­რი წელი იყო-მეთ­ქი, მაგ­რამ ასეა, არა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ბავ­შვი გა­მიჩ­ნდა, თუმ­ცა ბავ­შვიც ამ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის ნა­ყო­ფია, იმი­ტომ რომ მე რომ ეს პე­რი­ო­დი, მოს­კოვ­ში, ჩემს ჩვე­ულ რიტ­მში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, შე­იძ­ლე­ბა მომ­ხდა­რი­ყო კი­დეც, მაგ­რამ დიდი ალ­ბა­თო­ბით, არ მოხ­დე­ბო­და. ამ წიგ­ნის და­წე­რა­მაც მი­მიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­მე­ღო და გან­მე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა", - გა­ნა­ცხდა სოფო შე­ვარ­დნა­ძემ.


წყარო
nani ამ დგეს მაინც მოთოკეთ ბოღმა.არავის სიამოვნებს ასეთი უაზრო კომენტარის წაკითხვა.
01 მაისი 2021 09:26
უპიველესად კარგია ის,რომ საქართველოა მისთვის მნიშვნელოვანი,სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდება ჩვენ ქვეყანას. ვუსურვებ დიდ სიყვარულს,სიხარულს ,წინსვლას მომავალშიც.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები