"ალბათ საუკეთესოა, რასაც ჩემი შვილისგან ველოდი. ყველაფერი, რაც ჩემში არ იყო, შენშია ჭარბად" - კვირის პალიტრა

"ალბათ საუკეთესოა, რასაც ჩემი შვილისგან ველოდი. ყველაფერი, რაც ჩემში არ იყო, შენშია ჭარბად"

რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი არც ისე ხშირად ასაჯაროებს შვილების ფოტოებს და პირად ცხოვრებაზეც არ უყვარს ლაპარაკი. 28 აპრილს კი მის ვაჟს 20 წელი შეუსრულდა და მისი ფოტოები გამოაქვეყნა.

"20 წლის დაბადების დღეს ახალი სიმღერის რელიზით რომ შეხვდე, ალბათ საუკეთესოა, რასაც ჩემი შვილისგან ველოდი. შენ კიდევ უფრო შემოქმედებითი ადამიანი ხარ, ვიდრე მე ვარ. ყველაფერი, რაც ჩემში არ იყო, შენშია ჭარბად. არ ვიცი და ვერასდროს ვისწავლი სიმღერას. შენ კი შესანიშნავი მუსიკოსი ხარ, რომელიც ბევრს მისცემს ფორას, ვისაც მიაჩნია, რომ ერკვევა მუსიკაში. ის, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს ცხოვრების მიმართ, როგორ შეგიძლია სიყვარული და მეგობრობა, ჩემში მხოლოდ აღტაცებას იწვევს. შენ რომ გიყურებ, ვფიქრობ, რომ რაღაც კარგი გავაკეთე ამ ცხოვრებაში, რაკი ღმერთმა ასეთი შესანიშნავი შვილი გამომიგზავნა. ეჭვი არ მეპარება, რომ აუცილებლად რაღაც დიდებულს შექმნი. და სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, რას. უფრო მნიშვნელოვანია, რომ შენ დიდი მიზნებისა და მასშტაბების ადამიანი ხარ, რაც უკვე აშკარაა ახლა, როცა 20 წლის გახდი. წინ იარე, ჩემო ძვირფასო!" - დაწერა კანდელაკმა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები