"არ წყვეტს ჩემს გაკვირვებას, აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქმრით" - რას წერს პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი?
"არ წყვეტს ჩემს გაკვირვებას, აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქმრით" - რას წერს პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი?
41 წლის  კახა კუჭავა პარლამენტმა 86 ხმით, 6-ის წინააღმდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე 27 აპრილს აირჩია.

პოლიტიკოს რუსი მე­უღ­ლე ჰყავს, რო­მე­ლიც 36 წლისაა. იგი ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რია და "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს უწევს პოპულარიზაციას.



ელი­ზა­ვე­ტა (ლიზა) ოს­მი­ნი­ნა მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მამა წარ­მო­შო­ბით თბი­ლი­სი­დან იყო და გო­გო­ნაც ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

კა­ხამ და ლი­ზამ ერ­თმა­ნე­თი პირ­ვე­ლად 2007 წელს თბი­ლის­ში გა­იც­ნეს.
პო­ლი­ტი­კოსს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ერთი ნახ­ვით მო­ე­წო­ნა, თუმ­ცა მე­ო­რე შეხ­ვედ­რა ერთი წლის შემ­დეგ ქორ­წილ­ში შედ­გა. წყვილს
სამი შვილი ჰყავს: 12 წლის ელენე, 9 წლის ნიკოლოზი და 5 წლის ანა.

ცნობილია, რომ პოლტიკოსი და მისი მეუღლე ძალიან გულშემატკივრობენ ერთმანეთს და საჯაროდაც საუბრობენ ამის შესახებ:

"ჩემი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­მოქ­მე­დი ლი­ზაა, მას­თან ერ­თად რო­დე­საც ვარ - ვის­ვე­ნებ..." - აღნიშნა გა­და­ცე­მა "სთო­რი­ში" კუ­ჭა­ვამ.


მას
შემდეგ, რაც კახა კუჭავა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე გახდა, ელი­ზა­ვე­ტა ქმრის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნას "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა:


"ჩემი ქმარი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ის პროფესიონალი, პატიოსანი და ერთგული ადამიანია. პატრიოტი საკუთარი ქვეყნის და ხალხის.
მე ვამაყობ და აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქმრით და მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს ახალ გზაზე.

გამოვიყენებ ციტატას ჩემი 2016 წლის 13 ივლისის პოსტიდან: "ჩემთვის ის არის ყველაზე საუკეთესო და ყველაზე საყვარელი ადამიანი ამ ქვეყანაზე: პატიოსანი, ერთგული, სამართლიანი, პროფესიონალი და პერფექციონისტი. ის არის ადამიანი, რომელიც არ წყვეტს ჩემს გაკვირვებას და აღფრთოვანებას, რადგან ის არასდროს ჩერდება და ყოველთვის წინ მიიწევს. ჩემი მცველი და მხარდამჭერია, ჩემი სიამაყე და სიმდიდრე - ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული" - წერს ელი­ზა­ვე­ტა ოსმინინა "ინსტაგრამზე"

"პო­ლი­ტი­კოსს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ერთი ნახ­ვით მო­ე­წო­ნა" - ვინ არის პარლამენტის თავჯდომარის რუსი მეუღლე, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა



nino
03 მაისი 2021 22:21
მეჩვენება თუ მართლა გვანან ერთმანეთს
ამი
03 მაისი 2021 19:57
ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს. ბედნიერება, სიხარული, წარმატებები ყოფილიყოს თქვენი ლამაზი ოჯახის მუდმივი თანამგზავრი.
სვანი
02 მაისი 2021 17:49
გაგემართლებინოს იმედები. გისურვებ ჭარბად იყოს შენში საქართველოს პატრიოტიზმი, დრო არ ითმენს .ველოდებით ყოველ დღე სასიკეთო ცვლილებებს ყველა დარგში, დიახ ყველა სფეროში,წინააღმდეგოგების არ შეგეშინდეს. ( თუმცა იქნება). მთავარი ძალა ხალხია ის შენ დაგიდგება გვერდში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები