"არ წყვეტს ჩემს გაკვირვებას, აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქმრით" - რას წერს პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი? - კვირის პალიტრა

"არ წყვეტს ჩემს გაკვირვებას, აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქმრით" - რას წერს პარლამენტის თავმჯდომარის ცოლი?

41 წლის  კახა კუჭავა პარლამენტმა 86 ხმით, 6-ის წინააღმდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე 27 აპრილს აირჩია.

პოლიტიკოს რუსი მეუღლე ჰყავს, რომელიც 36 წლისაა. იგი ცნობილი ბლოგერია და "ინსტაგრამის" საშუალებით საქართველოს უწევს პოპულარიზაციას.

ელიზავეტა (ლიზა) ოსმინინა მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. მამა წარმოშობით თბილისიდან იყო და გოგონაც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში.

კახამ და ლიზამ ერთმანეთი პირველად 2007 წელს თბილისში გაიცნეს. პოლიტიკოსს მომავალი მეუღლე ერთი ნახვით მოეწონა, თუმცა მეორე შეხვედრა ერთი წლის შემდეგ ქორწილში შედგა. წყვილს სამი შვილი ჰყავს: 12 წლის ელენე, 9 წლის ნიკოლოზი და 5 წლის ანა.

ცნობილია, რომ პოლტიკოსი და მისი მეუღლე ძალიან გულშემატკივრობენ ერთმანეთს და საჯაროდაც საუბრობენ ამის შესახებ:

"ჩემი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ლიზაა, მასთან ერთად როდესაც ვარ - ვისვენებ..." - აღნიშნა გადაცემა "სთორიში" კუჭავამ.

მას შემდეგ, რაც კახა კუჭავა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე გახდა, ელიზავეტა ქმრის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნას "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა:

"ჩემი ქმარი გახდა პარლამენტის თავმჯდომარე. ის პროფესიონალი, პატიოსანი და ერთგული ადამიანია. პატრიოტი საკუთარი ქვეყნის და ხალხის. მე ვამაყობ და აღფრთოვანებული ვარ ჩემი ქმრით და მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს ახალ გზაზე.

გამოვიყენებ ციტატას ჩემი 2016 წლის 13 ივლისის პოსტიდან: "ჩემთვის ის არის ყველაზე საუკეთესო და ყველაზე საყვარელი ადამიანი ამ ქვეყანაზე: პატიოსანი, ერთგული, სამართლიანი, პროფესიონალი და პერფექციონისტი. ის არის ადამიანი, რომელიც არ წყვეტს ჩემს გაკვირვებას და აღფრთოვანებას, რადგან ის არასდროს ჩერდება და ყოველთვის წინ მიიწევს. ჩემი მცველი და მხარდამჭერია, ჩემი სიამაყე და სიმდიდრე - ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული" - წერს ელიზავეტა ოსმინინა "ინსტაგრამზე"

"პოლიტიკოსს მომავალი მეუღლე ერთი ნახვით მოეწონა" - ვინ არის პარლამენტის თავჯდომარის რუსი მეუღლე, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა